სტატია
  1. შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
  2. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს
  3. უკრაინელებმა რუსეთის ქალაქ ტობოლსკში ქიმიური ქარხანა დაბომბეს.
  4. კრემლმა რეგიონებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის მისაღებად, წლის ბოლომდე კონტრაქტით 409 ათასი სამხედრო მოსამსახურის აყვანა დაავალა
  5. საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
  6. ოდესაში რუსების სარაკეტო იერიშის შემდეგ სულ მცირე 8 ადამიანია დაშავებული
  7. უკრაინა თურქეთისგან ამერიკული წარმოების 70 ATACMS-ის ტიპის რაკეტას, 12 M270 სარაკეტო სისტემას, საბრძოლო მასალასა და 47 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
  8. ხარკოვში, სალტოვის რაიონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე რუსული დარტყმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ბიზნესი

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

ბათუმი 10-12 სექტემბერს შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო მოვლენას AD BLACK SEA 2026-ს უმასპინძლებს. ფესტივალი მე-10 საიუბილეო წელს აღნიშნავს და კიდევ ერთხელ გააერთიანებს მსოფლიოს წამყვან შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალებს, მარკეტერებს, დიზაინერებსა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლებს.

ფესტივალის უცვლელი პარტნიორი უკვე ათი წელია თიბისია. AD BLACK SEA-ის დაარსების პირველივე დღიდან, თიბისის სჯერა, რომ ძლიერი შემოქმედებითი ინდუსტრია ქვეყნის განვითარების, ინოვაციისა და ეკონომიკური პროგრესის მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამიტომ, თიბისი მუდმივად უჭერს მხარს იმ პლატფორმებს, სადაც ახალი იდეები იბადება, შემოქმედებითი აზროვნება ვითარდება და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები იქმნება.

ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, უკვე მეოთხედ, თიბისი Young Creative-ის ნომინაციას წარადგენს და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას საერთაშორისო პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. ნამუშევრების მიღება 27 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

„უკვე ათი წელია, AD BLACK SEA-სთან ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ახალი იდეები იბადება და პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებს. გვჯერა შემოქმედების ძალის, რომელიც ცვლის ადამიანებს, ბიზნესებს და გარემოს უკეთესობისაკენ. სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს მათ, ვინც ამ ტრანსფორმაციას ქმნის. Young Creative-ის კატეგორიაც ამ რწმენის გაგრძელებაა: გვსურს, ახალი თაობის ქართველ შემოქმედებს საერთაშორისო ასპარეზზე გზა გავუხსნათ და ხელი შევუწყოთ მათი პოტენციალის სრულად გამოვლენას“- მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.

სამ დღიანი ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება საერთაშორისო კონკურსიც. რეგიონის ყველაზე შემოქმედებითი კამპანიებსა და პროექტებს, 13 ძირითად კატეგორიაში, 20-ზე მეტი ქვეყნიდან მოწვეული, 30-ზე მეტი საერთაშორისო ჟიურის წევრი გამოავლენს.

ფესტივალის წლევანდელი კონცეფცია „ON THE EDGE“ იმ გარდამავალ მდგომარეობას ასახავს, რომელშიც დღეს მსოფლიო, ქვეყნები, შემოქმედებითი ინდუსტრია და ადამიანები იმყოფებიან. „ზღვარზე ყოფნა“ არის სივრცე, სადაც ცვლილებები იწყება, გაურკვევლობა კი ახალი იდეებისა და ინოვაციების წყაროდ იქცევა. სწორედ ამ ზღვარზე იბადება ის, რაც გუშინ შეუძლებელი ჩანდა.

AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

ფესტივალს 1 500-მდე ქართველი და უცხოელი დელეგატი დაესწრება. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ მსოფლიოს შემოქმედებითი ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს, მათ შორის დევიდ დროგას (Accenture), სინდი გელოპს (MakeLoveNotPorn), ნატაშა ჯენს (Pentagram New York), მიჰნია გეორგიუს (Le Pub), კატალინ დობრეს (McCann Worldgroup Romania) და იოჰანა იასკოვსკას – გაფართოებული რეალობისა და ციფრული ხელოვნების ერთ-ერთ პიონერს.

AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო გამოშვება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება, ხოლო თიბისი ამ ეკოსისტემის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და გრძელვადიანი მხარდამჭერია.