სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
ბიზნესი

შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად

თიბისი კონცეპტის წარდგენით, 11-13 ივლისს, „ისთერნ პრომოუშენსის“ ორგანიზებით ბათუმში შავი ზღვის მე-18 ჯაზფესტივალი გაიმართა. სამ დღიანი დაუვიწყარი თავგადასავალი სტუმრებისთვის თბილისიდან ბათუმისკენ ჯაზმატარებლით მგზავრობით დაიწყო.

საუკეთესო განწყობის შესაქმნელად უკვე ტრადიციაა, რომ ფესტივალის სტუმრებს, თიბისი კონცეპტი, VISA და საქართველოს რკინიგზა კომფორტულ მგზავრობასთან ერთად გამორჩეულ შთაბეჭდილებას უქმნიან. მგზავრების განწყობაზე მატარებელში, მუსიკალურ გაფორმებაზე ზრუნავდნენ - კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნიკალა ზუბიაშვილი. გემოვნებიან მუსიკას თან ახლდა გამაგრილებელი სასმელები, ლანჩი, ტკბილეული, სახალისო აქტივობები როგორიცაა „გამოიცანი მელოდია“, რომლის გამარჯვებულებიც დასაჩუქრდნენ თიბისი კონცეპტის პარტნიორი კომპანიებისგან - სენსი, ბიოლოჟიქი, ისი პარი, ოკტოპუსი, ყვარლის ტბა, მტევინო, Malongo და Extra.ge. ჯაზმატარებლის ყველა მგზავრს კი, თიბისი კონცეპტის საჩუქრებთან ერთად, PSP-მ თავის მოვლის განსაკუთრებული ნაკრები გადასცა.

ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, თიბისი კონცეპტმა თავის მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზებები დაახვედრა დასვენების, კვების ობიექტებსა და თავის მოვლის სფეროში. ფესტივალის დღეებში უამრავ ობიექტში, კაფე-რესტორნებში, სასტუმროებში, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიებში ქეშბექი და ფასდაკლება მოქმედებდა, რამაც კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა საზაფხულო თავგადასავალი ბათუმში, როგორც აქტიური, ისე მშვიდი დასვენების მოყვარულებისთვის. 

წლევანდელმა ჯაზფესტივალმა ტრადიციულად მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებს უმასპინძლა და დაუვიწყარი ემოციები დატოვა ფესტივალის სტუმრებში. თიბისი კონცეპტმა, კი თავის მომხმარებლებს, საუკეთესო გამოცდილება შეუქმნა და ყოველი შეთავაზებით კიდევ უფრო კომფორტული და სახალისო გახადა მათი დასვენება შავი ზღვის სანაპიროზე.