სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
“საუკეთესო ფრილანსერი” - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია
ბიზნესი

“საუკეთესო ფრილანსერი” - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ახალი ნომინაცია

თიბისის უკვე ტრადიციადქცეული ბიზნესდაჯილდოება მეცხრე წელს ახალი ნომინაციით ხვდება. საუკეთესო ფრილანსერიიმ ახალ რეალობასა და გამოწვევებს პასუხობს, რომელიც მთელს მსოფლიოში, ბოლო წლებია აქტუალობას არ კარგავს.

 

სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სტაბილურ ოფისურ საქმიანობას და ირჩევს დამოუკიდებელ გზას, სადაც საკუთარი დროის, ენერგიისა და პროფესიული განვითარების მართვა თავად შეუძლია.  მნიშვნელობა არ აქვს არქიტექტორი ხარ, მარკეტერი, ქოფირაითერი, ქოუჩი თუ სახლიდან ეხმარები კომპანიებს, მთავარია, შენი საქმის პროფესიონალი იყო.

 

ნომინაცია “საუკეთესო ფრილანსერის” შეფასების კრიტერიუმებია:

 

ღირებულების შექმნა

პირველ რიგში, ჟიურის მთავარი ფოკუსია იმაზე, ქმნის თუ არა ფრილანსერი რეალურ ღირებულებას. ეს შეიძლება იყოს ფინანსური ეფექტი, ბრენდის განვითარება ან სერვისის ხარისხის გაუმჯობესება.

 

ფრილანსერად მუშაობის უწყვეტი გამოცდილება

ნომინაციამ ის ადამიანები უნდა გამოავლინოს, რომლებიც ფრილანსინგ კულტურას უწევენ პოპულარიზაციას. აპლიკანტს კომპანიებთან ურთიერთობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. ნომინაცია მოიაზრებს იმ ფრილანსერებს, რომელთათვისაც ეს საქმიანობა ძირითადი შემოსავლის წყაროა და არა ჰობი ან პარალელური პროექტი.

 

განსხვავებულ ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება

თუ ფრილანსერს შეუძლია სხვადასხვა სფეროში კლიენტებთან მუშაობა და ქმნის ღირებულებას, ეს აპლიკანტს უპირატესობას ანიჭებს. ჟიური კანდიდატებს აფასებს 10-ქულიანი სისტემით, თითოეული კრიტერიუმის მიხედვით. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტის ისტორია დასაბუთებული იყოს.

 

აღიარება და მიღწევები

ეს შეიძლება იყოს გამოქვეყნებული ნამუშევარი, კლიენტის რევიუ, ონლაინ გამოხმაურება, კოლაბორაცია ცნობილ კომპანიასთან. ყველაფერი, რაც ფრილანსერის შრომას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.

 

გარდა “საუკეთესო ფრილანსერის” ნომინაციისა, წელს, ბიზნესებს კიდევ 4 კატეგორიაში შეუძლიათ განაცხადის შეტანა:

  • საუკეთესო პროდუქტი 
  •  საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი 
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა 
  • გამორჩეული როლი რეგიონში 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა, ასევე, სასურველ კატეგორიაში დარეგისტრირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025

 

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის  მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი -  აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.