სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
"სამყაროში, სადაც კანონის ძალაუფლების ნაცვლად ძალაუფლების კანონი ჭარბობს, არასტაბილურობა, კრიზისი და კონფლიქტი გარდაუვალია"
მსოფლიო

"სამყაროში, სადაც კანონის ძალაუფლების ნაცვლად ძალაუფლების კანონი ჭარბობს, არასტაბილურობა, კრიზისი და კონფლიქტი გარდაუვალია"

„ვენესუელასთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რაც საუკეთესო და ყველაზე სწორია, როგორც თურქეთისთვის, ასევე ვენესუელის მეგობარი ხალხისთვის.

ბატონმა მადურომ და ვენესუელის ხალხმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ისინი ჩვენი ერის მეგობრები არიან. როგორც ორი მეგობარი ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებდით და ვაფასებდით ერთმანეთის სოლიდარობას რთულ დროს.

დღესაც იგივე გაგებით ვმოქმედებთ. ერების სუვერენული უფლებების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა სარისკო ნაბიჯებია, რომლებმაც შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს გლობალურ დონეზე.

სამყაროში, სადაც კანონის ძალაუფლების ნაცვლად ძალაუფლების კანონი ჭარბობს, არასტაბილურობა, კრიზისი და კონფლიქტი გარდაუვალია. ბატონ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩვენ მას ჩვენი ქვეყნის შეშფოთება გავუზიარეთ. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ვენესუელა არ უნდა ჩაითრიონ არასტაბილურობაში" - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.