სტატია
  1. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  2. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  3. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
  4. თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
  5. ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
  6. ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  7. როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
  8. თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე
ბიზნესი

საქართველოს გამარჯვება ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

თიბისის გენერალური მხარდაჭერით, საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EGOI) წარმატებით იასპარეზა.

იტალიის ქალაქ ჩესენატიკოში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრზე, სადაც მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, ქართველმა მონაწილეებმა მაღალი შედეგები აჩვენეს- გვანცა ხვედელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო თაკო შანავამ საპატიო სიგელი.

„EGOI ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მიხარია და მეამაყება, რომ საქართველოს სახელით გამოსვლა და ასეთი შედეგის მიღწევა შევძელი. ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მაძლევს მოტივაციას, მომავალშიც განვაგრძო განვითარება ტექნოლოგიების მიმართულებით” - გვანცა ხვედელიძე, ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე.

ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადა (EGOI) საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრია, რომლის მთავარი მიზანია ინფორმატიკისა და ტექნოლოგიების სფეროში გოგოების ჩართულობის გაზრდა და STEM მიმართულებებში გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა. საქართველოს ნაკრები EGOI-ში წელს უკვე მეექვსედ მონაწილეობდა. გასული წლების განმავლობაში ქართველმა მონაწილეებმა საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენეს და ჯამში 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი, თიბისის გენერალური მხარდაჭერითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა, განვითარება და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადება. ეროვნული ნაკრების წევრები სწორედ BTU-ში გადიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მოსამზადებელ პროგრამას.

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და ახალი თაობისთვის შესაძლებლობების შექმნას. მთავარია გჯეროდეს საკუთარი მიზნების, იდეების და განათლების ძალის.