სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  2. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  3. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  4. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  5. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
  6. თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
  7. თიბისი კამპუსში სტუდენტების მიღება დაიწყო
  8. სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, WIMA Europe-ისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მწვანე მომავალი, უფლებები და სტაბილურობა“ პარტნიორობით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორში დასაქმებული ქალებისთვის ორდღიანი ლიდერობის პროგრამა გაიმართა.

24-25 სექტემბერს, ბათუმში გამართული პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის ქალი პროფესიონალებისთვის იყო განკუთვნილი და მიზნად ისახავდა მათი ლიდერული უნარების განვითარებას, პროფესიული ცოდნის გაღრმავებასა და კარიერული შესაძლებლობების ხელშეწყობას.

ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გუნდის მართვა, ონლაინუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები.

 შეხვედრებს დარგის გამოცდილი ექსპერტები და პროფესიონალები უძღვებოდნენ: თინათინ სტამბოლიშვილი, GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ინტეგრირებული კომუნიკაციებისა და ქცევის ექსპერტი; ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო ცენტრის დამფუძნებელი და BTU-ს ასოცირებული პროფესორი; სალომე არღვლიანი, მეწარმე და EVA-ს დამფუძნებელი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები საქართველოს ბანკის SOLO ბიზნეს ლაუნჯსაც ესტუმრნენ, სადაც პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და ახალი საქმიანი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ WIMA Europe-ის ახალი წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბანკის ბიზნეს 360-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებს დარგობრივი სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ.

WIMA Europe საზღვაო სექტორში დასაქმებულ ქალთა პირველი ევროპული გაერთიანებაა, რომელიც საკვანძო როლს შეასრულებს მეზღვაურობაში, საპორტო საქმიანობასა და ლოგისტიკაში დასაქმებული ქალების გაერთიანების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების მხრივ.