სტატია
  1. ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
  2. მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
  3. თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები - კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
  4. თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
  5. სასაქონლო პროდუქტები გამოშვებასა და ექსპორტს კვლავ ზრდის, თუმცა რეალურ ეკონომიკაზე გავლენა შედარებით ზომიერია
  6. თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
  7. თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
  8. თიბისი IT აკადემია - სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და სამყარომ ამაზე, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა"
მსოფლიო

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და სამყარომ ამაზე, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა"

"როდესაც მშვიდობის მიღწევის მიზნით ვამბობთ, რომ აგრესორმა არ უნდა მიიღოს არანაირი ჯილდო ომისთვის, ყველას უნდა ესმოდეს: ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. 12 წლის წინ სამყაროს, სამწუხაროდ, ამის შემოწმების შესაძლებლობა უკვე ჰქონდა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და სამყარომ ამაზე, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა. მაშინდელი ლიდერები არ დაინტერესებულან ყირიმში გამართული მიტინგებითა და წინააღმდეგობით და, ზოგადად, უკრაინის გრძნობებით. სამყარო უკრაინას დუმილს ურჩევდა. სწორედ ამიტომ დაიჯერა პუტინმა, რომ მას შეეძლო გაცილებით დიდი ომის და დასავლეთთან უფრო მკაცრი დაპირისპირების გამართვა.

ახლა ყოველწლიურად, 26 თებერვალს, ყირიმის ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის დღეს, ვიხსენებთ ამ გლობალურ გაკვეთილს და პატივს მივაგებთ მათ, ვინც არ დუმდა და არ დაიხია უკან რუსული აგრესიის წინაშე. დაჟინებით ვამბობთ, რომ აგრესორის პასუხისმგებლობა ომისთვის არის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და ხანგრძლივი მშვიდობის ერთ-ერთი უძლიერესი წინაპირობა.

მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც ამაში მხარს გვიჭერს, მონაწილეობს ჩვენი „ყირიმის პლატფორმის“ მუშაობასა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მსოფლიოს ყირიმსა და რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის მნიშვნელობას ახსენებენ. მადლობა თითოეულს, ვინც ეხმარება უკრაინას ყირიმში რუსული რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, გვეხმარება ადამიანების ტყვეობიდან დაბრუნებაში და არ აძლევს საოკუპაციო რეჟიმს განმტკიცების საშუალებას. რუსეთის ყოფნა ჩვენს ნახევარკუნძულზე მხოლოდ ომს ემსახურება და არაფერ სხვას. მშვიდობა უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინაა და სამყარომ ეს ფაქტი უცვლელად უნდა აღიაროს" - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.