სტატია
  1. როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
  2. Breaking News: შავი პარასკევის ყველაზე დიდი ფასდაკლება PSP-ში დაიწყო
  3. "საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი პირი - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული დ.ქ. დააკავეს"
  4. "ლუზერები ვერ დამკვიდრებიან, ლუზერები ვერ დაგვამარცხებენ. გაუმარჯოს ვარდების რევოლუციის 22-ე წლისთავს!"
  5. "უკრაინის ხელისუფლებას დღეს ორი რთული არჩევანის გაკეთება უწევს, რაც სინამდვილეში არჩევანიც არ არის"
  6. Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
  7. "ჩვენი მიწა არ იყიდება. უკრაინა არ დათანხმდება თავდაცვის უფლების ან ჩვენი შეიარაღებული ძალების... შეზღუდვას"
  8. "რატომ არ წყვეტენ რუსები და უკრაინელები ერთმანეთის ხოცვას და არ იწყებენ ერთმანეთთან ვაჭრობას?" - ვენსი
როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად
ბიზნესი

როგორ ვიშოპინგოთ შავ პარასკევს გონივრულად და დავიბრუნოთ უფრო მეტი თიბისისთან ერთად

წლის მთავარი შოპინგ მოვლენა, შავი პარასკევი, უკვე ძალიან ახლოსაა - დღე, როდესაც ასობით ბრენდი მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებასა და შეთავაზებებს უმზადებს. ბევრისთვის შავი პარასკევი ქაოსთან ასოცირდება: ხალხით სავსე სავაჭრო ცენტრები, ნივთების დაუსრულებელი არჩევანი და ბიუჯეტი, რომელიც თითქოს არასდროს არის საკმარისი.

 

თუმცა აუცილებელი არაა, შავი პარასკევი სტრესული იყოს. სწორი სტრატეგია და წინასწარ გაწერილი გეგმა დაგეხმარება, გადაურჩე შავ პარასკევს, შეიძინო უფრო მეტი, ვიდრე სხვა ნებისმიერ დღეს, და კიდევ უფრო მეტი.

რჩევები, რომლებიც შენს შოპინგ გამოცდილებას გაცილებით უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის:

 

შეადგინე მკაფიო გეგმა - მნიშვნელობა არ აქვს, ზამთრისთვის ახალი ქურთუკი გჭირდება, ბლუთუზ ყურსასმენი გაგიფუჭდა, თუ თავის მოვლის საშუალებების მარაგი გაქვს შესავსები. მთავარია, შეადგინო სია, სადაც წინასწარ გაწერ - რა ნივთები გჭირდება რეალურად და რის ქონას ისურვებდი. ეს დაგეხმარება, იმპულსური შოპინგი აირიდო თავიდან.

 

მკაცრად განსაზღვრე ბიუჯეტი და დარწმუნდი, რომ მას დაიცავ - შავი პარასკევის შეთავაზებები ხშირად მაცდური და თვალისმომჭრელია. თუმცა გახსოვდეს, რომ ასობით ლარის დახარჯვა პროდუქტებზე, რომლებიც არ გჭირდება, ფულის დაზოგვაში არ გეხმარება. არა, არც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს ნახევარ ფასად შეიძენ. წინასწარ განსაზღვრე ლიმიტი და დარწმუნდი, რომ მას არ გადააჭარბებ. ხოლო თუ თიბისის მომხმარებელიც ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ ბიუჯეტში გაითვალისწინო ქეშბექიც, რომელსაც თიბისი ბარათით გადახდისას მომენტალურად მიიღებ.

 

შეადარე შეთავაზებები წინასწარ - მას შემდეგ, რაც განსაზღვრავ, რა გჭირდება, წინასწარ, ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიაში შეადარე, სად იყიდება ეს ნივთები ყველაზე დიდი ფასდაკლებით. შეადარე ფასები კატეგორიების მიხედვით და გადაწყვიტე, რომელი ბრენდის სპორტული სამოსის თუ კოსმეტიკის შეძენა იქნება უფრო მოგებიანი.

 

იშოპინგე ადრე და თავი აარიდე პიკის საათებს - როცა შავი პარასკევის შეთავაზებები გრანდიოზულია, ნივთები ხშირად მალე ქრება თაროებიდან, პიკის საათებში კი, განსაკუთრებით 18:00 საათის შემდეგ, გასახდელებთანაც გრძელი რიგი დაგხვდება. ამიტომ დარწმუნდი, რომ საყიდლებს დღის პირველ ნახევარში მოილევ. ამით სასურველი ნივთების შეძენასაც უფრო მარტივად შეძლებ. მეტიც, შეგიძლია, სამოსი მაღაზიაში წინა დღეებში მოიზომო, რათა ფასდაკლებების დღეს კიდევ ერთი ცხელი წერტილი აირიდო თავიდან.

 

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ თიბისიმ Black Friday-სთვის  თავის ერთგულ მომხმარებელს წელსაც მათზე მორგებული შეთავაზება მოუმზადა. მნიშვნელობა არ აქვს, რის შეძენას დაგეგმავ: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, პარფიუმერია, თავის მოვლის საშუალებები თუ აქსესუარები - რადგან ახალი თიბისი ბარათით დაზოგავ უფრო მეტს.

 

მხოლოდ 28 ნოემბერს, გადაიხადე 100-მდე შერჩეული ბრენდის ფიზიკურ მაღაზიებში ახალი თიბისი ბარათით ან ერთგული საკრედიტო ბარათით და მომენტალურად, ლოდინის გარეშე, დაიბრუნე გახდილი თანხის 30% - ჯამში მაქსიმუმ 100 ლარი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდის შემთხვევაში კი, 150 ლარს.

 

თუ ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაბრუნებული თანხის მიუხედავად, სასურველი ნივთის შესაძენად ფული არ გყოფნის, დაიმტკიცე ერთგული საკრედიტო ბარათის ლიმიტი მობაილბანკიდან და ისარგებლე ახალი თიბისი ბარათის იდენტური შეთავაზებით.

 

იმ შემთხვევაში კი, თუ ახალი თიბისი ბარათი არ გაქვს, 28 ნოემბრამდე დრო ჯერ კიდევ არის: ახალი თიბისი ბარათის აღება თიბისის მობაილბანკში სულ რაღაც 30 წამში, სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი. თანაც, შავი პარასკევის შემდეგაც, ახალი თიბისი ბარათით ყოველ დღე დაზოგავ უფრო მეტს: ამ ბარათით ნებისმიერ ტერმინალზე შესრულებულ ყველა გადახდაზე, გადახდილი თანხის 0.5% ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდება.