სტატია
  1. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  2. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  3. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  4. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  5. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  6. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  7. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
  8. თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები"
პოლიტიკა

„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები"

„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი რაზეც ნიკა საუბრობს არ წერა.

იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.

წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი არაფერ შუაშია, ზოგადად ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.

ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.

ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული "ბიზნესმენების" პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში)

მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, ვარდების რევოლუციამ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.

ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა

თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!“ - მიხეილ სააკაშვილი.