სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"რა საჭიროა ან რისი მაქნისია ის ბრიუსელი, თუ მას ევროპაში არ მივყავართ და ევროპასთან არ მივყავართ" - პაპუაშვილი
პოლიტიკა

"რა საჭიროა ან რისი მაქნისია ის ბრიუსელი, თუ მას ევროპაში არ მივყავართ და ევროპასთან არ მივყავართ" - პაპუაშვილი

"ენა შეგვაჩვიეს უკვე რაღაც პერიოდი არის, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მინისტრები რატომღაც შეეჩვივნენ, რომ ქართველი ხალხის სახელით ისაუბრონ... რა იციან, ნამყოფი არიან საერთოდ საქართველოში? ქართველი ნანახი ჰყავს საერთოდ საქართველოში? ეს, სიმართლე გითხრათ, მართლაც თავხედობაა, რომ სხვა ერების სახელით ისაუბრონ, ეს არის ზუსტად ტიპიური საბჭოური მოვლენა, როდესაც საბჭოთა მოსკოვი სხვა ხალხების სახელით საუბრობდა და ეგონათ, რომ მათ იცოდნენ, რა უნდოდათ ხალხებს და არა იმ ხალხმა, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში იყვნენ.

და ამიტომაც ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ჩვენ ვხედავთ პირდაპირ სოვეტიზაციას ბრიუსელის, რაშიც თავის წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებს პერიფრაზი რომ გავაკეთოთ ერთი ცნობილი ფილმიდან, რა საჭიროა ან რისი მაქნისია ის ბრიუსელი, თუ მას ევროპაში არ მივყავართ და ევროპასთან არ მივყავართ. რა თქმა უნდა, დღევანდელი ბრიუსელით ევროპაში ვერავინ მიდის, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები" - ამბობს პაპუაშვილი სამთავრობო TV იმედის ეთერში.