სტატია
  1. თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე - ეფექტური 0%-ით
  2. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი გაუშვა. ინფორმაცია უკრაინულ Telegram-არხებზე ვრცელდება
  3. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  4. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  5. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  6. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  7. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  8. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს
მსოფლიო

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსას მიმართულებებს განიხილავს. მიზეზი რუსეთზე გამავალი კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) არასტაბილური ოპერირებაა. ინფორმაციას ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით აზერბაიჯანული გამოცემა Report ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ალტერნატიული მარშრუტების განხილვის მიზანი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებითი სიმძლავრის უზრუნველყოფაა. მათ შორის განიხილება კასპიის ზღვის გავლით, აზერბაიჯანის მიმართულებით ნავთობის ტრანსპორტირებაც.

ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია KazMunayGas-ის გეგმით, 2026 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ექსპორტი 2025 წელთან შედარებით 31%-ით გაიზრდება და 1.7 მილიონ ტონას მიაღწევს. 2026 წლის იანვარ-ივნისში კი აქტაუს პორტიდან BTC-ის მიმართულებით 704 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი გადაიზიდა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სიგრძე 1 768 კილომეტრია, წლიური გამტარუნარიანობა კი 50 მილიონ ტონაზე მეტია.