სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის!
ბიზნესი

PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის!

PSP-ს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე ქართველ მომხმარებლებს ჯანსაღი ცხოვრებისთვის - ამერიკული კომპანია “შუგაბიარპროს” (SugarBearPro) -ს ვიტამინები თქვენი თმის, კანის, ფრჩხილის ჯანმრთელობის, ძილის ხარისხის გაუმჯობესების, იმუნიტეტის გაძლიერების, ქალის ჯანმრთელობისა და ენერგიის მოსამატებლად.

“შუგაბიარპრო” ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სახელი გაითქვა ინოვაციური, გემრიელი და მარტივად მისაღები ვიტამინების წარმოებით. ბრენდის მისიაა, ჯანსაღი ცხოვრების წესი ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახადოს თანამედროვე მომხმარებლისთვის. 2015 წლიდან აწარმოებს პროდუქტებს FDA-ის რეგულაციებისა და GMP სტანდარტების სრული დაცვით.

პროდუქტები დამზადებულია ბუნებრივი, ჰიპოალერგიული და ვეგანური ფორმულებით, არ ტესტირდება ცხოველებზე (cruelty-free), არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, გლუტენს, სოიოსა და რძის პროდუქტებს, აქვს შესანიშნავი გემო და უზრუნველყოფს მომხმარებლის ჯანმრთელობას და სილამაზეს.

იდეა შეექმნათ ვიტამინები გემრიელი, საღეჭი ფორმით, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესს უფრო მარტივსა და მიმზიდველს გახდიდა საფუძვლად დაედო კომპანიის პირველი პროდუქტის - ცისფერი დათუნიას ფორმის საღეჭ ვიტამინებს თმისთვის, რომლის ინოვაციურმა ფორმატმა და სასიამოვნო გემომ პროდუქტს სწრაფად მოუტანა საერთაშორისო აღიარება. კომპანია აქტიურად არის ჩართული გარემოს დაცვით პროექტებში, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეკოლოგიურად სუფთა და გადამუშავებადი შეფუთვის გამოყენებას.

 „შუგაბიარპროს“ ძალისხმევა, ყველასთვის მარტივი გახადოს ჯანსაღი ცხოვრების ხელშწყობა, PSP-ს მთავარ საზრუნავს პირდაპირ ეხმიანება, მომხმარებლის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა 30 წელზე მეტია PSP-ეს მთავარი პრიორიტეტია“- აცხადებენ PSP-ში.