სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

11-13 სექტემბერს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე - „Ad Black Sea 2025“, PSP-ს კამპანიებმა ჯამში 18 ჯილდო - გრან პრი, 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვა. თავად PSP კი საუკეთესო ლოკალურ კლიენტად დასახელდა. ფესტივალზე PSP-ს ორი სარეკლამო კამპანია - „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ იყო წარდგენილი. 

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ფესტივალის გრან პრისთან ერთად, 8 ოქროს, 3 ვერცხლის და  1 ბრინჯაოს პრიზით დაჯილდოვდა ხოლო, „მე ვარ გოგომ“, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს პრიზი მიიღო. 

ორივე კამპანია სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა. „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ განსაკუთრებულია ისტორიით - ვიდეოს კადრირება და გახმოვანება, რეჟისორის და მსახიობის პატიმრობაში ყოფნის დროს არის შესრულებული. რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია, ხოლო მთხრობელი - მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე. კლიპში ქართული კინოს და თეატრის არაერთი ვარსკვლავი მონაწილეობს: მეგი კობალაძე, ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გივიკო ბარათაშვილი, გიგა დათიაშვილი, ქეთა შათირიშვილი, პაატა ინაური, კატო კალატოზიშვილი. 

“მე ვარ გოგო” კი ქალთა დღისადმი მიძღვნილი ვიდეოა, რომელიც გენდერული ნიშნით სელექციურ აბორტს ეხმაურება და მაყურებელს თვალისმომჭრელი კადრების შემდეგ, მტკივნეულ რეალობასთან ტოვებს. აღნიშნულ ვიდეოს  უკვე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო - ვერცხლი და ბრინჯაო „კიევის საერთაშორისო რეკლამის ფესტივალზე"; ასევე, ბრინჯაო „Baku Flames კრეატიულობის საერთაშორისო ფესტივალზე“.  

 

„Ad Black Sea“ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რეკლამის ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად შემოქმედებით ინდუსტრიას - საერთაშორისო სააგენტოებს და ბრენდებს აერთიანებს.