სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ბიზნესი

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

კინოპრემია „ელისოს2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები 14 ივნისს გამოვლინდებიან.

წარმოგიდგენთ 2025 წლის ნომინანტებს:

საუკეთესო ფილმი:

ლურჯი მოცვი (ელენე მიქაბერიძე)

წმინდა ელექტროენერგია (ტატო კოტეტიშვილი)

გზაჯვარედინზე (ლევან აკინი)

პანოპტიკონი (გიორგი სიხარულიძე)

 

საუკეთესო რეჟისორი:

მაკა გოგალაძე - რაც თავი მახსოვს

ლევან აკინი - გზაჯვარედინზე

ტატო კოტეტიშვილი - წმინდა ელექტროენერგია

გიორგი სიხარულიძე - პანოპტიკონი

 

საუკეთესო მსახიობი:

დათა ჩაჩუა (პანოპტიკონი)

მზია არაბული (გზაჯვარედინზე)

ნიკოლო ღვინიაშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

ია სუხიტაშვილი (პანოპტიკონი)

 

საუკეთესო ოპერატორი:

ოლეგ მუტუ (პანოპტიკონი)

ლისაბი ფრიდელი (გზაჯვარედინზე)

ტატო კოტეტიშვილი (წმინდა ელექტროენერგია)

მაკა გოგალაძე (რაც თავი მახსოვს)

 

საუკეთესო მონტაჟი:

ნოდარ ნოზაძე (წმინდა ელექტროენერგია)

მაკა გოგალაძე  (რაც თავი მახსოვს)

იანიკ ლეროი, ფილიპ ბუკი (ლურჯი მოცვი)

ლევან აკინი, ემა ლაგრელიუსი (გზაჯვარედინზე)

 

საუკეთესო მხატვრული გაფორმება

ქეთევან ნადიბაიძე - პანოპტიკონი

როჯერ როზენბერგი - გზაჯვარედინზე

სალომე სხირტლაძე - ჰაერი ლურჯი აბრეშუმია

ნატო ბაგრატიონი, ანუკა კალანდარიშვილი - წმინდა ელექტროენერგია

 

ასევე, ნატო ვაჩნაძის ფონდი დაასახელებს 2025 წლის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატს.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კონკურსში განიხილებოდა 2024 წელს გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები და ნატო ვაჩნაძის ფონდის გადაწყვეტილებით, გაიზარდა ნომინაციების რაოდენობა.

სწორედ, 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეზე შევიტყობთ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო პრემიის საერთაშორისო, ვარსკვლავურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც არიან - კარლოს რეიგადასი, ელენე ნავერიანი, სალომე კიკალეიშვილი, აგნეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, ანგელიკი პაპულია და ტომას ჰაკიმი.

დაარსების დღიდან, პრემია “ელისოს” ერთგული მხარდამჭერი და გენერალური პარტნიორია თიბისი. მთავარი მხარდამჭერები არიან: კოკა-კოლა, სიტროენი, ვაზისუბნის მამული, ენკენი ფილმს, ბლუტაბლა, სარაჯიშვილი და რუმს ჰოტელი.