სტატია
  1. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  2. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  3. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  4. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  5. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  6. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  7. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
  8. თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის - თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია
ბიზნესი

ონლაინ შოპინგის მოყვარულთათვის - თიბისის მობაილბანკიდან ყველაფერი მარტივია

თუ ონლაინ შოპინგი შენი საყვარელი საქმიანობაა, მაშინ თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდი, სწორედ, შენთვისაა. აქ შეგიძლია მუდმივად ადევნო თვალი სიახლეებს, ისარგებლო ან დაელოდო სასურველ შეთავაზებას - კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სასტუმროებში და რა თქმა უნდა, შენს ფავორიტ - ონლაინ შოპინგის კატეგორიაში.

თუ ჯერაც არ გინახავს, გირჩევ, ახლავე გახსნა თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდი, სადაც ახალი თიბისი ბარათებით ონლაინ შოპინგისა და ქეშბექების ნამდვილი სამოთხე შეგიძლიათ მოიწყო.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაა და თიბისის მობაილბანკში ნახავ კიდევ რამდენიმე ფუნქციონალს, რომლებიც ონლაინ შოპინგისას დაგეხმარება.  

მაგალითად, კომუნალური გადახდების სექციაში, შეგიძლია მონიშნო სასურველი გადამზიდი, დაამატო შაბლონში შენო ფოსტის ოთახის ნომერი და ამანათის ტრანსპორტირების გადასახდელი თანხა ყოველთვის ავტომატურად გამოგიჩნდება. თუ ახალი თიბისი ბარათი გაქვს, საკომისიოს გარეშეც შეძლებ ტრანსპორტირების დავალიანების დაფარვას, პირდაპირ მობაილბანკიდან.  

თუ ტრანზაქციას ლარში აკეთებ და კონკრეტულ ვებ-გვერდზე განაწილების ფუნქცია არ არის დამატებული, შეგიძლია ტრანზაქციების ისტორიაში მოძებნო გადახდა და მობაილბანკიდან გაანაწილო უკვე გადახდილი თანხა. ტრანზაქციებში მოძებნე - „ტრანზაქციის განაწილება“. 

ასევე, შეგახსენებთ, რომ აღარ გჭირდებათ საფულის მოძებნა, რადგან ბარათების დეტალების ფუნქციონალის მეშვეობით, თქვენი ბარათის ყველა მონაცემს ნახავთ. ამისთვის კი, დააჭირე მთავარ გვერდზე შენს ბარათს და იპოვე ღილაკი „ბარათის დეტალები“. 

თიბისის საქმიანობის თითოეული ეტაპი ემსახურება იმას, რომ მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება, პირადი და კომფორტული გამოცდილება. ასე რომ, გახსენით თიბისის მობაილბანკი და დროის, ენერგიისა და რაც მთავარია, ფულის დაზოგვით, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება.

 

v