სტატია
  1. თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
  2. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  3. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  4. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  5. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  6. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  7. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  8. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით
ბიზნესი

ნუ მიატოვებ სურვილებს - აისრულე თიბისი განაწილებით

გიფიქრია, რომ ადამიანებს ხშირად სწორედ ის ფიქრები გვაწუხებს, რომლებიც ხმამაღლა არ გავაჟღერეთ? გვაწუხებს სიტყვები, რომლებიც არ ვთქვით. ქუჩები, რომლებზეც არ გავისეირნეთ. ლამაზი ტანსაცმელი, რომელიც არ ჩავიცვით. და, რაც მთავარია, სურვილები, რომლებიც ვერ ავისრულეთ.

 

გაიხსენე, რამდენჯერ დგახარ შენი საყვარელი მაღაზიის გასახდელში, მას შემდეგ, რაც საათობით ზუსტად იმ ერთ ნივთს ეძებდი, იდეალურად, რომ მოირგე, და შეძენაზე მაინც უარი გითქვამს. შეიძლება იმიტომ, რომ საკმარისი თანხა არ გქონდა ან, როცა ბავშვისთვის უამრავი რამ გქონდა საყიდელი, უბრალოდ ჩათვალე, რომ შენს “გონივრულ ხარჯებში” საკუთარი თავის განებივრება ახლა არ შედიოდა.

 

წარმოიდგინე, რამდენი ასეთი მიტოვებული ნივთი დაგიგროვდა ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც კვირების და თვეების შემდეგ თავს სხვადასხვა ადგილას თავისებურად გახსენებს. ბავშვის განყოფილებაში მიტოვებული ქალის ფეხსაცმელი, ქალის ნივთებში დაგდებული მამაკაცის პიჯაკი და კიდევ უამრავი სურვილი, რომლებთან განშორებაც ძალიან გაგიჭირდა.

 

რამდენჯერ გიფიქრია რომ იმ აპარატით მომზადებული ყავის დალევის შემდეგ, შენი დღე სულ სხვანაირად დაიწყებოდა. ან სულაც, წვეულებაზე წასვლის წინ რამდენჯერ გიგრძნია, რომ ახლა სწორედ ის კაბა უნდა მოგერგო, შენს საღამოს დაუვიწყარს რომ გახდიდა. ეს სიტყვები - “იქნებ უნდა მეყიდა?” - ჩნდება ათასჯერ, რადგან იცი - სულ სხვანაირი იქნებოდი შენ იმ კაბაში, პიჯაკში, მაისურში, ახალ სუნამოსა და ახალ ტუჩსაცხში…

 

ამიტომ, რადგან მაღაზიებში სიარულისას მსგავს დილემაში ყოველთვის აღმოჩნდები და განშორებული ნივთები თავს დღის სხვადასხვა სიტუაციებში მოუსვენრად გახსენებენ, თიბისი განაწილება შენი საყვარელი შოპინგ პარტნიორი გახდება. აქამდე თუ რაიმეს ყიდვა ყოველთვის რთული არჩევანის წინაშე გაყენებდა და შოპინგი ყოველ ჯერზე საკუთარი თავისთვის უარის თქმას ნიშნავდა, თიბისი განაწილება ყველაზე ემოციურ მომენტშიც კი საუკეთესო გამოსავალს მოგაძებნინებს. განაწილებასთან ერთად აღარ მოგიწევს იმაზე ფიქრი, როგორი სრულყოფილი იქნებოდა შენი ლუქი ის პიჯაკი რომ შეგეძინა ან რა თავგადასავლები გადაგხდებოდა ახალი თხილამურებით.

 

დღეს უკვე სალაროსთან მისულმა შეგიძლია დანაშაულის გრძნობის გარეშე იყიდო ის ნივთი, რომელიც უკვე თვეებია თავში გიტრიალებს და თანხა 4 თვეზე თანაბრად გაანაწილო. ეფექტური 0%-ით, ანუ გადაიხადო ზუსტად იმდენი, რამდენიც ღირს ნივთი, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე - არ თქვა უარი სასურველ ნივთზე, გამოიყენე განაწილება.

 

სწორედ ამიტომ იქცა თიბისი განაწილება მომხმარებლის საყვარელ პროდუქტად, რადგან ფასის გამო ნივთთან განშორება უკვე აღარ გიწევს და განაწილებით, სრულიად ჯადოსნურად და ყველაზე მარტივად გადაწყვეტ იმას, რაც რატომღაც ძალიან გვირთულდება ხოლმე - ჩვენი თავისთვის სურვილების ასრულებას.