სტატია
  1. თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
  2. "დღეს ოთხი წელი შესრულდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან. ამ ომმა თავისი ხანგრძლივობით უკვე გადაასწრო დიდ სამამულო ომს"
  3. "პრემიერ მინისტრობის პირველ დღეს პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკე"
  4. "თუ ის [ორბანი] ამ 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს, რაც, სხვათა შორის, მისი ფული არ არის - მაშინ ის თავს პუტინისა და ლუკაშენკოს დონეზე დააყენებს"
  5. Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
  6. თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - სადამდე გამყარდება ლარი?
  7. „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
  8. გამოფენა თიბისი კონცეპტის გალერეაში „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“
“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  სრულად განთავსდა
ბიზნესი

“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა

„ნიკორა ტრეიდმა“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და ბოლო ტრანშის სახით, 60 მილიონი ლარის არასუბორდინირებული, არაუზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა და თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი TIBR3M + 3.50%-ით, ხოლო ვადა 5 წლით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება.

კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს. პროექტი ხელს შეუწყობს კომპანიის ოპერაციების ეფექტიანობისა და პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

ობლიგაციებზე ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა მიიღეს, რაც ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის მორიგი დადასტურებაა.

დღეს “ნიკორა ტრეიდმა” ობლიგაციების ₾120-მილიონიანი პროგრამა წარმატებით დაასრულა. თიბისი კაპიტალსა და “ნიკორა ჯგუფს” მრავალწლიანი პარტნიორობა აკავშირებთ - დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კომპანიის მთავარი პარტნიორები ვართ და ერთად ვავითარებთ ფასიანი ქაღალდების ბაზარს. ჯგუფი სავალო კაპიტალის ბაზრის აქტიური მოთამაშეა: 2016 წლიდან ეს უკვე მე-8 წარმატებული ტრანზაქციაა, საიდანაც 7 სწორედ თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით განხორციელდა. თიბისი კაპიტალისთვის წელს ეს მე-7 ტრანზაქციაა ფასიანი ქაღალდების ქართულ ბაზარზე: წლის დასაწყისიდან მონაწილეობა მივიღეთ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაში, შედეგად, თიბისი კაპიტალი ბაზრის ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს და 2025 წლის მდგომარეობით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის 68%-იან წილს ფლობს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი წარმატებული ემისია განხორციელდა თიბისი კაპიტალთან თანამშრომლობით. ეს ჩვენს ისტორიაში რიგით მერვე და მოცულობით ყველაზე მსხვილი ემისიაა, არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ბოლო პერიოდში საქართველოს კაპიტალის ბაზარზეც, რაც ინვესტორების მაღალი ნდობის ნათელი მაგალითია. მოზიდული ფინანსური რესურსი თბილისში ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობას მოხმარდება — პროექტი, რომელიც უპრეცედენტოა ქვეყნის მასშტაბით. 10 ჰექტარ ფართობზე განთავსდება 42,000 კვ.მ. თანამედროვე სასაწყობე ინფრასტრუქტურა, სრულად აღჭურვილი იქნება თანამედროვე  ტექნიკითა და ციფრული მართვის სისტემით. ახალი ლოგისტიკური ცენტრი არსებითად გააუმჯობესებს მიწოდების ჯაჭვს, რაც პოზიტიურად აისახება როგორც კომპანიის ოპერაციებზე, ისე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებზე“, - თემურ ალექსანდრია, ნიკორა ტრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.

„ნიკორა ტრეიდი“ ნიკორა ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე „ნიკორა სუპერმარკეტისა” და „ლიბრეს“ ბრენდებით ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით 700-მდე ფილიალს მართავს. კომპანია უკვე 25 წელია, რაც საცალო-სასურსათო ვაჭრობის ბაზარზე მუშაობს და ამ დარგში ლიდერი ქართული კომპანიაა.