სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
"ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა" - პროკურატურა
სამართალი

"ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა" - პროკურატურა

„საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, წარმოების, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოებისთვის ფარული ლაბორატორიის მოწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდა ნარკოტიკული საშუალებების გამავრცელებელ ერთ-ერთ ტელეგრამ ჯგუფს და აღნიშნული ჯგუფის მოდერატორის მიერ გამოგზავნილ ნარკოტიკულ საშუალებებს, ანაზღაურების სანაცვლოდ, თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდა.

მიმდინარე წლიდან ინტერნეტ მაღაზიის მოდერატორმა ბრალდებულს შესთავაზა, რომ გამოუგზავნიდა ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ“-ს „მეფედრონს“ და „4-ცმც“-ს დამზადებისთვის საჭირო სითხეს, რათა თავად ეწარმოებინა ნარკოტიკული საშუალებები და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განეთავსებინა კონკრეტულ ლოკაციებზე“ - პროკურატურის განცხადება.