სტატია
  1. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  2. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  3. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  4. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  5. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  6. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  7. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  8. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
„მოემზადე ზამთრისთვის“ - განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ბიზნესი

„მოემზადე ზამთრისთვის“ - განაახლე ავტომობილის მოვლის საშუალებები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

თოვლი, ყინული, წვიმა, ნისლი და დაბალი ტემპერატურა - ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდის ცვლილება ავტომობილით გადაადგილებისას მძღოლებს გარკვეულ გამოწვევებს უქმნის. უსაფრთხო მგზავრობის უზრუნველსაყოფად კი ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება აუცილებელია.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე წლებია, ახსენებს მძღოლებს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური მოთხოვნა, არამედ მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია. „მოემზადე ზამთრისთვის“ - ამ გზავნილით კომპანია მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად და ყურადღებას იმ აუცილებელ პროცედურებსა თუ პროდუქტებზე ამახვილებს, რომლებიც ზამთარში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ამ პროცესში ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯი ანტიფრიზისა და საქარე მინების საწმენდი სითხის სწორად შერჩევა და დროული შემოწმებაა.

დიმიტრი ზედელაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საცხებ-საპოხი მასალების მიმართულების ხელმძღვანელი: „ჩვენთვის, როგორც საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის, მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მხოლოდ სერვისით არ შემოიფარგლება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ და ზამთრისთვის ტექნიკური მომზადების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ. „თეგეტა მოტორსში“ მიგვაჩნია, რომ სწორად მომზადებული ავტომობილი ნიშნავს მშვიდ მგზავრობას, თავდაჯერებულობას გზაზე და რისკების მინიმუმამდე დაყვანას“.

ანტიფრიზი - ძრავის მთავარი დამცველი ყინვისგან

ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, დროულად შემოწმდეს და შეიცვალოს ანტიფრიზი. იგი ცნობილია, როგორც გამაგრილებელი სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის ძრავის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას. თუმცა ანტიფრიზის ფუნქცია მხოლოდ ყინვისგან დაცვით არ შემოიფარგლება, ის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ანტიფრიზის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის. ის განსხვავდება ფერებით, თუმცა ფერი არ ნიშნავს ტექნიკურ განსხვავებას. რეალური განსხვავება ქიმიურ შემადგენლობაშია. ანტიფრიზის სწორად შესარჩევად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება.

„ანტიფრიზი ძრავას გაყინვისგან იცავს და -30-35 გრადუს ტემპერატურას უძლებს. გარდა ამისა, გამაგრილებელი ფუნქცია აქვს ზაფხულის პერიოდში და ძრავას გადახურებისგან იცავს. ანტიფრიზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი კოროზიისგან დაცვაა. ის შეიცავს დანამატებს, რომლებიც წყლის ტუმბოსა და სისტემის შიდა ნაწილებში ხელს უშლის ჟანგის წარმოქმნას.

ანტიფრიზის შემოწმება და დროულად შეცვლა ავტომობილის რეგულარული მოვლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მდგომარეობას ძირითადად შემოდგომაზე, ზამთრის დაწყებამდე, ამოწმებენ, თუმცა რეალურად ანტიფრიზის შემოწმებას სეზონურობა არ ახასიათებს და შესაძლებელია, წლის ნებისმიერ დროს, საჭიროებისამებრ, შემოწმდეს და შეიცვალოს. როგორც წესი, ანტიფრიზი იცვლება 2-5 წელიწადში ერთხელ ან ავტომწარმოებლის რეკომენდაციების მიხედვით“, - აღნიშნავს დიმიტრი ზედელაშვილი.

თუ ანტიფრიზი დროულად არ შეიცვლება, შეიძლება, დაბინძურდეს და დაკარგოს სითბოს რეგულირების უნარი ან აღარ დაიცვას სისტემა ყინვისგან, რისი შედეგიც შეიძლება, იყოს ძრავის სისტემის დაზიანება.

მინის საწმენდი სითხე - ხილვადობა და უსაფრთხოება

ზამთარში თოვლი, ტალახი და ყინვა პირდაპირ მოქმედებს საქარე მინის სისუფთავეზე. თუ მძღოლს ხედვა ეზღუდება, ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. სწორედ ამიტომ აუცილებელია ყინვის საწინააღმდეგო მინის საწმენდი სითხის გამოყენება.

ზამთრის პერიოდში, ერთი შეხედვით, უბრალო შეცდომებიც კი სერიოზულ პრობლემად იქცევა. ხშირად მძღოლები საქარე მინის საწმენდ ავზში წყალს ასხამენ, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე იყინება, შედეგად ყინული ბლოკავს შუშის საწმენდებს და მძღოლი ვერ ახერხებს მათ გამოყენებას, რაც გზაზე მოძრაობისას რისკებს ზრდის.

ზამთრისთვის განკუთვნილი მინის საწმენდი სითხეები სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ არ გაიყინოს და ნებისმიერ ტემპერატურაზე უზრუნველყოს საქარე მინის სწრაფი და ეფექტიანი გაწმენდა.

„თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მომხმარებელს კვალიფიციური პერსონალი დაეხმარება, რომ ავტომობილი ზამთრისთვის სრულყოფილად მოამზადონ: პროფესიონალური დიაგნოსტიკით, შესაბამისი სითხეების შერჩევითა და საჭირო სამუშაოების შესრულებით. ზრუნვა ავტომობილზე ზამთრის დაწყებამდე ნიშნავს მშვიდ, დაცულ და კომფორტულ მგზავრობას მთელი სეზონის განმავლობაში.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.