სტატია
  1. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  2. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  3. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  4. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  5. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  6. Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად - „თეგეტა მოტორსისა“ და „გალფის“ შეთავაზება ბიზნესს
  7. მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან - საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
  8. თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
"მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ" - რას ამბობს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი?
სოც. მედია

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ" - რას ამბობს წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი?

"მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ:

დღეს, როდესაც პროკურატურამ საჯაროდ ისაუბრა ნიკო კვარაცხელიას საქმეზე და იგი გახსნილად გამოაცხადა, უკვე შემიძლია ჩემი კლიენტის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის, სახელითა და მისი თანხმობით, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც რამდენიმე თვის განმავლობაში დახურულ ფორმატში, კონფიდენციალურობის დაცვით, მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი.

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი, იხსენებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე პირების დაკავების დღეს.

პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილეები - ალეკო ჭელიძე და გიორგი კაველაძე დააკავა.

პოლიციის უფროსი, პირველი გაესაუბრა და მოისმინა ისტორია: ინფორმაცია დანაშაულში მონაწილე პირების შესახებ, გარემოებები, რომლებიც ობიექტური გამოძიებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ყოფილი პოლკოვნიკი ფლობს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებმაც დამნაშავეებს წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მიაკითხეს და ისინი გამოსაკითხად წაიყვანეს.

დღეს პოლიტპატიმარი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი მზად არის, რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ პროკურატურის გამომძიებელს, ადვოკატის თანდასწრებით, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და დაეხმაროს ნიკო კვარაცხელიას ოჯახს სრული სიმართლის დადგენაში" - წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.