სტატია
  1. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  2. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  3. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  4. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  5. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  6. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  7. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  8. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
ბიზნესი

მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა

თიბისი FoxPrep.ai-ის გენერალური პარტნიორი გახდა. ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების პროცესს უმარტივებს და თითოეულ მოსწავლეს საკუთარ მიზანზე მორგებულ სასწავლო გეგმას სთავაზობს. FoxPrep.ai ცალკე მიმართულებით სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადებასაც მოიცავს.

პლატფორმაზე მოსწავლე ირჩევს სასურველ უნივერსიტეტს, პროგრამასა და საჭირო ქულას. შემდეგ FoxPrep.ai მის მიმდინარე ცოდნას აფასებს, საპროგნოზო ქულას ითვლის და აჩვენებს, რომელ თემებზე უნდა იმუშაოს შედეგის გასაუმჯობესებლად.

სასწავლო პროცესი სრულად პერსონალიზებულია. მოსწავლე მიმდინარე დონიდან სასურველ შედეგამდე მისასვლელ, თემების მიხედვით გაწერილ გეგმას იღებს. სავარჯიშოები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო მასალას ეფუძნება და კითხვების სხვადასხვა ფორმატს მოიცავს. პლატფორმაზე ასევე ხელმისაწვდომია ხელსაწყოები, რომლებიც აბიტურიენტს ეხმარება, გაიგოს, სად შეიძლება მოხვდეს მიღებული ქულით.

ამასთან, თიბისიმ განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადა მათ, ვინც FoxPrep.ai-ს წლიური პაკეტის შეძენას გადაწყვეტს - მოსწავლის ბარათით შეძენის შემთხვევაში, 40%-იანი მომენტალური ქეშბექი გექნებათ.

ახალი თაობისა და განათლების მხარდაჭერა თიბისის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აბიტურიენტების მხარდაჭერა, რადგან უნივერსიტეტისთვის მომზადება ახალგაზრდების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

თიბისი, როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ადამიანებისთვის ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად იყენებს. FoxPrep.ai კი, სწორედ ასეთი პროდუქტია - ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ის სწავლას უფრო პერსონალურს ხდის და აბიტურიენტებს საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაში ეხმარება.