სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
"მინდა შეწყვიტოს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება! ყოველ ჯერზე მეც მკლავს" - მოსამართლე ცაცუას და ძმას მიმართავს
სამართალი

"მინდა შეწყვიტოს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება! ყოველ ჯერზე მეც მკლავს" - მოსამართლე ცაცუას და ძმას მიმართავს

„ჩემზე იტყვიან ძმა არ უყვარსო ვგიჟდები ჩემს ძმაზე. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ სამშობლოც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. რუსთაველზე მებრძოლი ადამიანებიც ჩემი ძმები და დები არიან! უნდა დადგე იქ, სადაც ჭეშმარიტებაა. დანარჩენი უფალს უნდა მიანდო! ჩემი ძმა უფლისთვის მიმინდვია! მინდა შეწყვიტოს ადამიანებისთვის ტკივილის მიყენება! ყოველ ჯერზე მეც მკლავს. ზოგჯერ მგონია დავიძინებ და ვერ გავიღვიძებ ამდენი დარდისგან.

ყველას ვისაც გული ატკინა, ვიმახსოვრებ და ჩემი დარჩენილი ცხოვრება მათი მსახური ვიქნები. მე არ ვარ პასუხისმგებელი მის საქციელზე, მაგრამ და უნდა შეეხიდო საკუთარ ძმას როცა ის განსაცდელშია. ასე აღგვზარდეს მშობლებმა! არ შეიძლება ღვთის ხატს, უდანაშაულო ადამიანს გული ატკინო, მითუმეტეს სხვის ბედს შეეხო! მიყვარხართ ყველა და ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს“, - წერს მოსამართლე მანუჩარ ცაცუას და, ელენე ცაცუა.