სტატია
  1. „მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება
  2. "მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას ვერანაირი სამხედრო გამართლება ვერ ექნება"
  3. "პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს"
  4. "კიდევ ერთი ლამაზი არმადა, ლამაზად მიცურავს ირანის მიმართულებით"
  5. 31 იანვრამდე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
  6. Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში - „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის
  7. "ჩვენი ვალია, რომ ბოდიში მოვუხადოთ ამ თაობას, რომ ვერ მოვიტანეთ ეს კარგი საქართველო დღემდე"
  8. "ავღანეთში ათწლიანი ომის პერიოდში საბჭოთა არმიამ იმაზე ორჯერ ნაკლები ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე რუსებმა ამ ომის მხოლოდ ერთ თვეში"
„მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება
ბიზნესი

„მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება

მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობა არაა - ესაა ყოველდღიური ჩართულობა, ზრუნვა და ურთიერთობა, რომელსაც ბავშვის შემდგომი ცხოვრება ეფუძნება. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თეგეტა ჰოლდინგმა კომპანიაში დასაქმებული მამები და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia-სთან) ერთად, ავტოინდუსტრიის სფეროში პირველად, მათთვისმამების სკოლადაიწყო.

ინიციატივის მიზანითეგეტა ჰოლდინგშიდასაქმებული მამებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო, რაც მათ უფრო მეტად ჩართულ მშობლებად და მზრუნველ პარტნიორებად აქცევთ. ეს კი მნიშვნელოვნად აისახება ოჯახების  კეთილდღეობაზე.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: თეგეტა ჰოლდინგშითანამშრომელთა 76% კაცია, ამიტომ, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. ჩვენთვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ეს პრინციპი კომპანიის CSR სტრატეგიითაცაა განსაზღვრული. ამ მიმართულებით უკვე წლებია, წარმატებით ვთანამშრომლობთგაეროს მოსახლეობის ფონდთან“. „მამების სკოლაცამ თანამშრომლობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომელი მამები ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებზედაც შესაძლოა, ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ. მაგალითად, მამის როლი ბავშვის აღზრდაში, სტერეოტიპები და მათი დაძლევა. ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე, რაც პირდაპირ აისახება  ოჯახების კეთილდღეობასა და თანასწორ ორგანიზაციულ კულტურაზე. ამ ტიპის პროექტის ინიციირებათეგეტასთვისსიახლე იყო და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მამები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ“.

მამების სკოლისფარგლებში 4 შეხვედრა გაიმართა. მსურველებს ონლაინ და ფიზიკურად შეეძლოთ სკოლაში მონაწილეობა და ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მამობა, როგორც პროფესია, და როგორ აისახება ის ოჯახის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სკოლაში მონაწილეობათეგეტაშიდასაქმებულ ყველა კაცს შეეძლო, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან უკვე არის მამა.

მირზა სამხარაძე, „თეგეტა მოტორსისპროდუქტმენეჯერი: ის საკითხები, რომლებიცმამების სკოლაშიგანვიხილეთ, ერთი შეხედვით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო იმას, რომ  აუცილებელია, შვილებს ვესაუბროთ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ აზრებს და ვაგრძნობინოთ, რომ, მცირე ასაკის მიუხედავად, მათაც შეიძლება ჰქონდეთ სწორი ხედვა და ღირებული მოსაზრება. მნიშვნელოვანია, მშობელი ყოველთვის არ ცდილობდეს, „მართალი იყოს“ - შეცდომის დაშვებაც აღზრდის ნაწილია.

კმაყოფილი ვარ შეხვედრებით. ჩემი შთაბეჭდილებები სხვებსაც გავუზიარე და ვურჩიე, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. მე სამი შვილი მყავს, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, თავისუფალი დღეები მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს. ის მცირე დრო, რაც ბავშვებთან ურთიერთობისთვის მრჩება, ვფიქრობ, აქამდე სრულად და ეფექტიანად არ გამომიყენებია. „მამების სკოლისშემდეგ შვილებთან გატარებული საათები უფრო ხარისხიანი გავხადე“.

მამების სკოლა“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ემოციური გახსნილობის, ურთიერთგაზიარებისა და სწავლის სივრცე. მასში მონაწილეობა ეხმარებათ მამებს, გაიაზრონ შვილის ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობა. სკოლა ამსხვრევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებს დედისა და მამის განსხვავებულიროლებისშესახებ. ზრუნვის თანაბარი გადანაწილება, ბავშვის აღზრდაში მამის სრულფასოვანი ჩართულობა უზრუნველყოფს ოჯახში ჰარმონიას, ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზრდას.

ნინო ფაშალიშვილი, „გაეროს მოსახლეობის ფონდისგენდერის პროგრამის წარმომადგენელი:მამების სკოლა“, რომელიც ახლახანთეგეტასთანთანამშრომლობით მოეწყო, ხორციელდებაგაეროს მოსახლეობის ფონდისმიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვისფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, დაეხმაროს კაცებს ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. ჩვენთეგეტა ჰოლდინგთანსხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხითაც, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, შევუქმნათ მათ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რათა იყვნენ კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომლები. შვილების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა, მათთან ხარისხიანი დროის გატარება უზრუნველყოფს თვალსაჩინო შედეგებს. კვლევებითაა დადასტურებული, რომ  ბავშვები, რომლებზეც ორივე მშობელი თანაბრად ზრუნავს, მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან და კარგად სწავლობენ, ზრდასრულ ასაკში კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ“. 

თეგეტა ჰოლდინგიგენდერული თანასწორობის კუთხით არაერთი ინიციატივის ავტორია. ნაბიჯები ცნობიერების ამაღლებას, კაცებისა და ქალების პროფესიების შესახებ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა გაძლიერებით თანასწორი, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „თეგეტა აკადემიასთანერთად, პირველად საქართველოში, ქალებმა სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის მექანიკოსის პროფესია შეიძინეს და კომპანიაში დასაქმდნენ. „თეგეტასისტემატურად აძლევს ქალებს ტექნიკურ პროფესიებში ჩართვის მიზნით სტიპენდიების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. ბოლო წლებში კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქალთა რაოდენობა ტექნიკურ, ლიდერის და ინოვაციურ პოზიციებზე.

--

,,თეგეტა ჰოლდინგისშესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.