სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"მადურო ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია"
მსოფლიო

"მადურო ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია"

"მე ბევრი ისეთი გაშუქება ვნახე, რომელიც ყალბია და გეტყვით, რატომ - იქ ნათქვამია, რომ თითქოს ვენესუელა ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართული არ არის, რადგან გაერო ამბობს, რომ ისინი ამ საქმეში არ მონაწილეობენ - არ მაინტერესებს, რას ამბობს გაერო. გაერომ არ იცის, თუ რაზე ლაპარაკობს. მადუროს ბრალი წარუდგინა ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქმა დიდ ჟიურის მტკიცებულებები წარუდგინა და დიდმა ჟიურიმ მას ბრალი წარუდგინა.

ამის შემდეგ გამოვიდა დამატებითი, შემცვლელი საბრალდებო დასკვნა, რომელიც დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გასაჯაროვდა და მადუროს ქმედებებს კონკრეტულად აღწერდა. ამიტომ, პირველ რიგში, ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ნიკოლას მადურო ამერიკის შეერთებულ შტატებში ნარკოტიკების ტრეფიკინგში ბრალდებული და ამერიკული მართლმსაჯულებისგან მიმალული პირია" - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჟურნალისტებთან საუბრისას.