სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
„მადლობა გადავუხადე ქალბატონ მელანია ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისთვის" - ოლენა ზელენსკა
მსოფლიო

„მადლობა გადავუხადე ქალბატონ მელანია ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისთვის" - ოლენა ზელენსკა

„მადლობა გადავუხადე ქალბატონ მელანია ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით მისი ყურადღებისთვის იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ დაუნდობელი ომის მსხვერპლნი გახდნენ - მათ შორის, მისი წერილისთვის, რომელშიც ის პუტინს ბავშვებისათვის მშვიდობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.
 

ძალიან ვაფასებ მის გულწრფელობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მის მზადყოფნას, იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში.

არასდროს მღლის იმის გამეორება, რომ მტკიცედ მწამს რბილი ძალის ეფექტიანობის - ადამიანობის, ემპათიისა და რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის უნარის.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია დავეხმაროთ ყველა ბავშვს, ვისაც ეს სჭირდება.

გულწრფელად მადლობელი ვარ მელანია ტრამპის დღევანდელი შეხვედრისთვის და ველოდები მომავალ თანამშრომლობას, რათა დავიცვათ ის, რაც ყველაზე ძვირფასია ამ სამყაროში - ჩვენი ბავშვები. დღეს მათი დაცვა არა მხოლოდ კოლექტიური ძალისხმევაა, არამედ საერთო პასუხისმგებლობა ჩვენი მომავლის წინაშე“ -
დაწერა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ, ამერიკის პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.