სტატია
  1. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  2. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  3. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  4. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  5. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  6. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  7. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  8. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
"ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებისთვის უკვე შეხვედრის დროაო... თქვა ლუკაშენკომ, მაგრამ ჩამოვიდა სვეტლანა ტიხანოვსკაია"
მსოფლიო

"ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებისთვის უკვე შეხვედრის დროაო... თქვა ლუკაშენკომ, მაგრამ ჩამოვიდა სვეტლანა ტიხანოვსკაია"

"დღეს ქალაქებისა და რეგიონების სამიტზე იმყოფებიან წარმომადგენლები პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან, ნორვეგიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, იტალიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან - ლატვიიდან, ესტონეთიდან და ლიეტუვიდან, ასევე უნგრეთიდან - დღეს აქ არის დედაქალაქის, ბუდაპეშტის მერი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ დავარეგულირებთ ურთიერთობებს უნგრეთთან, ეს ყველასთვის მნიშვნელოვანია როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ზოგადად ევროპაში. აქ ჩვენთან ერთად ახლა ასევე არიან შვედეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის წარმომადგენლები.

პირველად ჩვენს ასეთ ფორმატში მონაწილეობენ ბელარუსის წარმომადგენლები. სულ ახლახან ლუკაშენკომ თქვა, რომ უკრაინისა და ბელარუსის პრეზიდენტებისთვის უკვე შეხვედრის დროაო. საინტერესოდ გამოვიდა: თქვა ლუკაშენკომ, მაგრამ ჩამოვიდა სვეტლანა ტიხანოვსკაია. ასევე, აქ არიან ბელგიის, ბრიტანეთის, ფინეთის, ნიდერლანდების, ამერიკის შეერთებული შტატების, სლოვენიის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და შვეიცარიის წარმომადგენლები.

თქვენს უმრავლესობას სრულიად მკაფიოდ ესმის და გრძნობს, თუ რას ნიშნავს გამოთქმა „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის“. სწორედ ასე ვიცავთ თავს ახლა უკრაინაში, სწორედ ასე იქნა დაცული მრავალი სხვა ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენს ევროპაში, სწორედ ასე ცხოვრობს მთელი თავისუფალი სამყარო - სხვების მზადყოფნის წყალობით, დაეხმარონ იმ ერთის დაცვაში, ვის წინააღმდეგაც უსამართლო დარტყმები და დამპყრობლური ომებია მიმართული.“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.