სტატია
  1. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  2. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  3. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  4. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  5. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  6. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  7. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  8. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ლანა ღოღობერიძე: "ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა"
საზოგადოება

ლანა ღოღობერიძე: "ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა"

"ძირითადი, ახლა რაც ხდება საქართველოში, წინააღმდეგობის მოძრაობაა, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ან უკვე სულ ჩამოყალიბებულია, ან ჩვენ თვალწინ ყალიბდება.

მართლა რასაც ჰქვია ის, რომ მოქალაქეებისგან, მასა კი არ არის ქუჩაში, ბრბო კი არ დგას და მასა, არამედ პიროვნებებისგან შემდგარი ერთობა. თითოეულ პიროვნებას რომ გათავისებული აქვს, რომ არის ისეთი მომენტები ქვეყნის ისტორიაში, როდესაც გვერდით უნდა გადადო შენი პირადი მისწრაფებები, შეიძლება რაღაცა ვნებები, შეიძლება სიძნელეებზეც წახვიდე, მაგრამ წინა პლანზე დააყენო შენი ქვეყნის, სახელმწიფოს, ერის საერთო მისწრაფებები და ამ მისწრაფებების საფუძველზე გაერთიანდე სხვებთან.

ეს აქამდე ასე მკვეთრად მე არ მიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ჩამოყალიბებულები ვიყავით ნახევრად დემოკრატიულ ქვეყნად, მაგრამ ასე მძლავრად, რომ ასე რუსთაველზე შეიძლება თითქმის 1 წელიწადი, ყოველდღიურად იდგეს ხალხი და იდგეს, რასაც ჰქვია ერთმანეთის მხარდამხარ და ასეთ საოცარ პიროვნებებს ვეცნობით, მართლა მაოცებს...

იქიდან დაწყებული, ბიჭები, რომლებიც დაიჭირეს, ნათელი გადასდიოდათ სახეზე, ვფიქრობდი, განგებ ხომ არ არჩევენ-თქო... ისეთ წერილებს წერენ, ისეთი სიტყვიერი მასალა აქვთ, წყვდიადში სინათლის საძებნელად რომ წავიდა მათე დევიძე... რა საოცრებაა..." - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე TV ფორმულად ეთერში.