სტატია
  1. RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
  2. ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
  3. "უკრაინელი სამხედროები ასევე მონაწილეობენ კონსულტაციებში იმის თაობაზე, თუ როგორ იფუნქციონირებს შემდგომში ჰორმუზის სრუტე"
  4. "მე ვთანხმდები ირანის დაბომბვისა და თავდასხმის შეჩერებას ორი კვირის ვადით. ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა!"
  5. ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
  6. მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
  7. "ჩვენ წარმოვჩინდებით, როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის რეგიონი. საქართველო თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს..."
  8. "Artemis II-ის ეკიპაჟის მიერ გადაღებული ეს ახალი ფოტო გვიჩვენებს მთვარის ხილული და უხილავი მხარეების კომბინირებულ ხედს"
კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა
ბიზნესი

კომპანია PSP ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) წევრი გახდა

28 მაისს PSP-ს ადმინისტრაციულ დირექტორს მამუკა ბრეგვაძეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ კორპორატიული წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა. 

 (EUGBC) არაკომერციული ასოციაციაა, რომელიც 2006 წელს ბრიუსელში ქართული და ევროპული კომპანიების მიერ დაარსდა. საბჭოს ძირითად მიზნები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა და ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციაა.

EUGBC-ის წევრი კომპანიები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენენ; როგორიცაა  ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ფარმაცევტული, სადაზღვევო, საბანკო სექტორი, ტურიზმი, პროფესიული საკონსულტაციო მომსახურება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და სხვა. ამჟამად, საბჭო 120-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს. 

„EUGBC-ის ამოცანაა, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მეშვეობით, ხელი შევუწყოთ წევრების საინტერესო საერთაშორისო პროექტებში ჩართვას და გავუწიოთ დახმარება პარტნიორების მოძიებაში.

ამასთან, PSP-სთან თანამშრომლობით, ჩვენ ვგეგმავთ წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაში და მხარდაჭერა გაუწიოთ PSP-ს, როგორც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე კომპანიის პოპლარიზაციას, მათ შორის, ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის მიმარულებით“- განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

”ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დიდი და მრავლწლიანი გამოცდილება აქვს კომპანიებისთვის მრავალმხრივი მხარდაჭერის, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის განვითარების, ასევე ინვესტიციების მოზიდვის, ევროპული გამოცდილების გაზიარებით საკანონმდებლო ცვლილებებთან გამკლავებასა და ახალ ბაზრებზე წვდომაში.

EUGBC ასოციაციის წევრობა კარგი შესაძლებლობაა თითეული კომპანიისთვის ბიზნეს ფორუმებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა სექტორში საქმიან პარტნიორებთან ქსელურ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის ლოჯისტიკის, კონსალტინგისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის სფეროებში“- განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

 

EUGBC-სთვის PSP-ს წევრობა გაამდიდრებს ასოციაციის სექტორულ მრავალფეროვნებას და გააძლიერებს მის ხმას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციების მიმართულებით. ეს პარტნიორობა აფართოებს ასოციაციის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანდაცვის სტანდარტების დაახლოებას. შედეგად, თანამშრომლობა აერთიანებს როგორც კომპანიის ბიზნეს ინტერესებს, ისე ასოციაციის სტრატეგიულ მიზნებს.