სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  2. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
  4. სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
  5. თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
  6. გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  7. პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს
  8. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
"ქმედებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული" - ჰიპერი "ქართულ ოცნებაზე"
საზოგადოება

"ქმედებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული" - ჰიპერი "ქართულ ოცნებაზე"

„[ოცნების] ქმედებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოს მიერ არის შთაგონებული. როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღალია. როდესაც ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როდესაც დამოუკიდებელ მედიას დევნი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას იღებ მიზანში, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება, რათა შენს მმართველ პარტიას ჰქონდეს უპირატესობა - დემოკრატიის ენით არ საუბრობ.

ეს არის ჩვენი მხრიდან ქმედებები: ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ასე რომ, ამას მკაცრად ვეწინააღმდეგებით, მათ შორის ვერბალურ თავდასხმებს, რომლებსაც “ქართული ოცნებისგან” ვხედავთ და რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობებია" - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა.