სტატია
  1. რესტორანში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, რუსული სამხედრო ელიტა ქეიფობდა, ხელნაკეთი ბომბი შეიტანეს
  2. "გამარჯვების მომტანი დარტყმა ბედმინსტერის კლუბის ჩემპიონატზე!"
  3. უკრაინამ რუსეთის მიმართულებით 310-მდე დრონი გაუშვა
  4. როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში
  5. თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
  6. რუსეთში, ხანტი-მანსის ავტონომიური ოლქის ქალაქ პიტ-იახში, ზეთებისა და ქიმიკატების საწყობი იწვის
  7. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლუბლინში პოლონეთის პრემიერს, დონალდ ტუსკს შეხვდა
  8. საფრანგეთმა ქვეყნიდან გააძევა რუსი პროპაგანდისტი, Russia Today-ს ფრანგული ფილიალის ხელმძღვანელი ქსენია ფედოროვა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს
ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში - მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას.

კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას.

კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2025 წელს ოფიციალურად გამოსული სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული პროდუქციის ან კო-პროდუქციის ფილმები.

ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 20 თებერვლამდე ბმულზე: https://filmfreeway.com/ElisoAwards

გასულ წელს პრემია ელისოზე წარდგენილ ნამუშევრებს აფასებდნენ ჟიურის შემდეგი წევრები: ელენე ნავერიანი, კარლოს რეიგადასი, ტომას ჰაკიმი, აგნიეშკა ჰოლანდი, დიტო ცინცაძე, სალომე კიკალეიშვილი და ანჯელიკი პაპულია. ელისო საუკეთესო ფილმისთვის კი „წმინდა ელექტროენერგიას გადაეცა.

თიბისი, მრავალწლიანი გამოცდილებით, აქტიურად უჭერს მხარს კულტურულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებას, ქართული ხელოვნების განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. თიბისი მხარდამჭერია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კინოფესტივალების, ასევე გასულ წელს ქართველ დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტებთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 ქალაქში უმასპინძლა პროექტს „კინო გზაზე“, რომელიც რეგიონებში ღია კინოჩვენებების სერიას აერთიანებდა.

მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“, დაარსების დღიდან, ერთგული მხარდამჭერია თიბისი.