სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  2. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  4. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  5. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  6. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  7. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  8. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის შემდგომი მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას"
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის შემდგომი მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას"

"მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქი ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ 4 ოქტომბერს კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელზეც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა იყო და რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის შემდგომი მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის განადგურებასა და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას.

ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, რომლებიც თანამონაწილეები არიან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში" - ევროპის სახალხო პარტიის [EPP] განცხადება.