სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
  2. Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 590 სამხედრო დაკარგა
  4. „გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  5. თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
  6. “შუა დერეფანი და საქართველო” - თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა
  7. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  8. ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
"ის, რომ ყველა ქვეყანა ასე ორგანიზებულად შეიკრიბა, უდავოდ ძლიერი ევროპული სიგნალია რუსეთისთვის"
პოლიტიკა

"ის, რომ ყველა ქვეყანა ასე ორგანიზებულად შეიკრიბა, უდავოდ ძლიერი ევროპული სიგნალია რუსეთისთვის"

"ახლა ჩვენ რუსული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციების საკუთარ ფორმატებზე ვმუშაობთ. დღეს დილით უკვე ვაჩვენეთ შესაბამისი შედეგები - ის, რასაც უკრაინამ ღამით მიაღწია. თუმცა, ასევე საჭიროა პარტნიორების სანქციებიც. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ამას ძალიან სწორად აკეთებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი სხვა პარტნიორებსაც დაეხმარონ შესაბამის რეაგირებაში. კერძოდ, ამაზე ვსაუბრობთ დღეს პრემიერ მინისტრ სტარმერთან და სხვა პარტნიორებთან სომხეთში ვიზიტის ფარგლებში.

ეს ვიზიტი პირველია ბოლო 24 წლის განმავლობაში. ანუ, ამ დროში უკრაინასა და სომხეთში უკვე მთელი თაობა გაიზარდა. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგა და იგი ემთხვევა ერევანში მრავალი სხვა ევროპელი [და არა მხოლოდ] ლიდერის ჩამოსვლას, რომლებიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობენ.

სომხეთი პირველად მასპინძლობს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტს. ის, რომ ყველა ქვეყანა ასე ორგანიზებულად შეიკრიბა, უდავოდ ძლიერი ევროპული სიგნალია რუსეთისთვის. ჩამოვიდა კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნიც. ხვალისთვის შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ კონკრეტულ საკითხებზე შევათანხმოთ ჩვენი მოქმედებები" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებთან, ერევანში.