სტატია
  1. სექტემბერში, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა 700-მდე მეწარმემ გაიარა
  2. თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
  3. "ეს კამპანია ჯერ კიდევ ექვსი თვის წინ ჩავარდა და ახლაც ჩავარდება"
  4. თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ახალი სეზონით ბრუნდება
  5. ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემია“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  6. AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
  7. თიბისი უკვე საერთაშორისო ტრანზაქციების განაწილების შესაძლებლობასაც გაძლევთ
  8. სიახლე თიბისის მობაილბანკში - ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს
სოც. მედია

ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა - დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს

ირანმა ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა.

დოკუმენტს ბრიტანული BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გეგმა ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს

BBC-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის სრული ჩამონათვალი:

• ერაყში, ლიბანსა და იემენში ომის სრული შეწყვეტა.

• ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა ყოველგვარი დროითი შეზღუდვის გარეშე.

• რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება.

• ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნა.

• ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროტოკოლისა და პირობების დადგენა.

• ირანისთვის აღდგენითი სამუშაოების ხარჯების სრულად ანაზღაურება.

• ირანისთვის სანქციების მოხსნის სრული ვალდებულების აღება.

• ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანული ფინანსებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება.

• ირანი იღებს სრულ ვალდებულებას, რომ არ შეეცდება რაიმე სახის ბირთვული იარაღის ფლობას.

• ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე, ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.