სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"იქნებ, ეფიქრა პრემიერ-მინისტრ სტარმერს ამ თემაზე?"
სოც. მედია

"იქნებ, ეფიქრა პრემიერ-მინისტრ სტარმერს ამ თემაზე?"

"დიდი ხანია, აღარ გაგვიგონია ტერმინი „რუსეთის არაპროვოცირებული აგრესია“, აღარ გაგვიგონია მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ეს იყო პროვოცირებული ომი. თავის დროზე, როცა ტერმინს „არაპროვოცირებული“ ყოველ მეორე სიტყვაში იყენებდნენ, იყო განცდა, თითქოს ამას შეგნებულად აკეთებდნენ, რომ პროვოცირება დაემალათ. რატომ არ ახსენებენ დღეს არაპროვოცირებულს? – იმიტომ, რომ ეს ომი პროვოცირებული იყო, თუ იმიტომ, რომ ტრამპის ნათქვამის კრიტიკას ვერ ბედავენ?

თუკი ბრიტანეთის მთავრობა ორ ქართულ ტელევიზიას ასანქცირებს იმის გამო, თითქოს ისინი ამბობენ, რომ ამ ომში რუსეთი იმარჯვებს, მაშინ რატომ არ ასანქცირებენ დონალდ ტრამპს, რომელიც იმავეს ამბობს გაცილებით მკაფიოდ და კატეგორიულად?

იქნებ, ეფიქრა პრემიერ-მინისტრ სტარმერს ამ თემაზე? იმ სტარმერს, რომელიც თავის სკამზე ვეღარ ზის უკვე ისე მყარად, რადგან თავად არის გახვეული ძალიან სერიოზულ სკანდალებში. ეს არ არის მხოლოდ ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებული სკანდალი. მას ისიც გაუხსენეს, რომ როდესაც იყო ინგლისის გენერალური პროკურორი, იგი ხელს აფარებდა (ან სათანადოდ არ იძიებდა) ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ორგანიზებულ დანაშაულებს. ეს ადამიანი რომ დღეს სხვას ასანქცირებს, უბრალოდ ძალიან დიდი ცინიზმია“ - ქართული ოცნების მოკავშირე, სოზარ სუბარი.