სტატია
  1. 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
  2. "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"
  3. "არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს" - მარიონეტული რეჟიმი მეარაყიშვილის დაკავებაზე
  4. "ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია" - სუსი
  5. S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
  6. ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
  7. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს
  8. "თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან"
გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ბიზნესი

გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით "თეგეტა გრინ პლანეტსა" და სტუ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„თეგეტა გრინ პლანეტმა“ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანიც გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა. შეთანხმების  ფარგლებში, სტუდენტები ინფორმაციას სამ საგანში მიიღებენ: „ატმოსფეროს დაცვის ტექნიკა“, ჰიდროსფეროსა და ნიადაგის დაცვის ტექნიკა“ და „საწარმოო პრაქტიკა გარემოსდაცვით ინჟინერიაში“. კურსის თეორიული ნაწილის შემდეგ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გაეცნონ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო ნარჩენების ეფექტიან მართვასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას. პრაქტიკულ სწავლებას 40 სტუდენტი გაივლის, როგორც ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, ისე სამაგისტრო პროგრამების წარმომადგენლები.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი:მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაუტარდებათ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, ლექციები, ისინი ტექნიკურად იმუშავებენ გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. „თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, საავტომობილო სპეციფიკურ ნარჩენებს ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მართავს. ჩვენი სპეციფიკური და საკმაოდ ტექნიკური საქმიანობა ქმნის კარგ შესაძლებლობას, რომ სწორედ ტექნიკური სპეციალობებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მიიღონ სიღრმისეული ცოდნა ამ საკითხებზე და სამომავლოდ მათი პროფესიული არჩევანი გარემოსდაცვით სფეროებს დაუკავშირონ.

ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა პროგრესული და ნაყოფიერი იქნება როგორც ჩვენი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტისთვის, ისე ქვეყნისთვის“.

სტუდენტები გაეცნობიან, რა არის ცირკულარული ეკონომიკა, რა პროექტები შეუძლიათ დაამუშაონ მწვანე მიმართულებით, რათა ხელი შეუწყონ ცირკულარულ ეკონომიკას, მათ შორის მეორადი გამოყენების ნივთების აღდგენას, მაგალითად, საბურავების გრანულებიდან ან ელექტროპროდუქტებიდან სხვადასხვა ტიპის პროდუქტის მიღებას. გაიგებენ, როგორ და რატომ უნდა გადამუშავდეს აკუმულატორები, რატომ არ უნდა მოხვდეს ეს მასალა გარემოში და სხვა.

თამარ ლომინაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი: „ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების პრობლემა მწვავედ დგას არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ გამოწვევის გადაჭრაზე კი მეცნიერები აქტიურად მუშაობენ. „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები - სპეციფიკური ნარჩენების მართვა, რეგულირება, გადამუშავება და აღდგენა - ის საკითხებია, რომლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ახალგაზრდა ასაკიდან ექნებათ შესაძლებლობა და მზაობა, მონაწილეობა მიიღონ გარემოზე ზრუნვის უმნიშვნელოვანეს პროცესში. თანამშრომლობის მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა სტუდენტებმა სტაჟირება გაიარონ „თეგეტა გრინ პლანეტში“, უშუალოდ ჰქონდეთ შეხება ნარჩენების მართვის პრობლემასთან და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიაში გაეცნონ ამ პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე ინოვაციურ და თანამედროვე გზებს“.

ხელშეკრულება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ითვალისწინებს თანამშრომლობას.

-----

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგთან“ დაკავშირებული ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.