სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
"ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს" - შსს-ს განცხადება
საზოგადოება

"ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს" - შსს-ს განცხადება

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი - 1975 წელს დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული ჯ.პ. დააკავეს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ 47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე სამივე პირის ვინაობა დაადგინეს და ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.