სტატია
  1. 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
  2. "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც"
  3. "არავის მივცემ ნებას, არიოს სიტუაცია რესპუბლიკაში ამ რთულ დროს" - მარიონეტული რეჟიმი მეარაყიშვილის დაკავებაზე
  4. "ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია" - სუსი
  5. S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
  6. ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
  7. გამოძიება სსკ-ის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს - შსს
  8. "თბილი სატელეფონო საუბარი მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან"
Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა
ბიზნესი

Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა

საუკეთესო სერვისი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაც Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კომპანიად დასახელდა და World Luxury Travel Awards 2025-ის ჯილდოც მიიღო. WLTA  ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოებაა. რაც შეეხება Europcar Georgia-ს, კატეგორიაში Best Car Rental Company in Eastern Europe კომპანია 5 ფინალისტს შორის გამოარჩიეს.

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჯილდო ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარმატება ეფუძნება მომხმარებლების უკუკავშირს - მომსახურების მიღების შემდეგ ტურისტები და ვიზიტორები ხმას აძლევენ მათთვის რჩეულ, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდებს სხვადასხვა სფეროში და სწორედ ამ შეფასებების შედეგად ვლინდება გამარჯვებულიც. აქედან გამომდინარე, მიღწეულ შედეგსა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს მიუძღვით. ამასთანავე, Europcar Georgia-ს გამარჯვება ასახავს თანამშრომელთა შრომის შედეგებს, რაც დიდი სტიმულია გუნდისთვის, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები“.

Europcar, რომელიც საერთაშორისო კომპანიაა, კონკურსში სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. გამარჯვება კი მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველომ, Europcar Georgia-მ მოიპოვა - მომსახურების ხარისხის, ბრენდის იმიჯის, ავტომობილების მდგომარეობისა და შეფასების სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მსოფლიოს მასშტაბით, საცალო მომხმარებლებთან ერთად, მასში თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სფეროსთან დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტითა თუ სერვისით სარგებლობენ.

მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბრენდების რეპუტაციის ამაღლებაში და ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობის ზრდას.

--

Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად, Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.