სტატია
  1. „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
  2. ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
  3. სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
  4. "ჩვენ აღარ დავუჯერებთ დასავლეთს, რომ მას მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტილებების მიღწევა სურს"
  5. "უკრაინამ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ნამდვილად დაიწყო თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში"
  6. „რაც შეეხება Patriot-ს, ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატები უკრაინას იარაღსა და სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდის"
  7. ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
  8. Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა
ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney - თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა საქართველოში. ჯილდო ბანკმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღო: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, პროდუქტების მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

თიბისი წლებია სავალუტო სერვისების მიწოდების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უჭირავს. ბანკი 40 სხვადასხვა სექტორში 7000-მდე კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. გამოცდილი გუნდი კი კლიენტებს სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ინდივიდუალური მიდგომები მომხმარებლებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და სავალუტო რისკების დაზღვევაში ეხმარებათ.

თიბისის სავალუტო პროდუქტები სრულად ციფრულია, რაც კლიენტებს დროის დაზოგვაში ეხმარება. მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი ბანკმა 2025 წლიდან ახალი სერვისი - “კონვერტაციის კურსის შეთანხმება” - აამოქმედა. ფუნქციონალი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები მათთვის მისაღები პირობებით უმოკლეს დროში განახორციელონ.  

თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს სავალუტო პროდუქტების დახვეწას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება და მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს - Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა. ბაზარზე თიბისის ლიდერული პოზიცია ადასტურებს მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც კონვერტაციისა და სხვა გარიგებების წარმატებით დასახურად სწორედ ჩვენს არხებს ირჩევენ. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, მოერგოს კლიენტების საჭიროებებს და მისცეს მათ საშუალება, განახორციელონ ნებისმიერი სავალუტო წყვილის, ნებისმიერი ზომისა თუ სირთულის გარიგებები“, - ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.