სტატია
  1. PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  2. რეინვესტიციების გამორიცხვით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი კვლავ დადებითი რჩება, თუმცა სახეზეა გარკვეული შენელება
  3. ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  4. მიზნიდან შედეგამდე - თიბისი აბიტურიენტებისთვის შექმნილი AI პლატფორმის - FoxPrep.ai-ს გენერალური პარტნიორი გახდა
  5. ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
  6. პუტინმა 74-ე დაბადების დღე მოსკოვში, საკუთარ სახლში, გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა
  7. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  8. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
"ეს ნაბიჯები იმის დადასტურებაა, რომ მოსკოვი ნამდვილი დიპლომატიისთვის არ ემზადება. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს პარტნიორებს გადავცემთ"
სოც. მედია

"ეს ნაბიჯები იმის დადასტურებაა, რომ მოსკოვი ნამდვილი დიპლომატიისთვის არ ემზადება. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს პარტნიორებს გადავცემთ"

„სულ უფრო მეტ შიდა რუსულ ინფორმაციას ვიღებთ აგრესორ ქვეყანაში დამატებითი მობილიზაციის მომზადების შესახებ. ეს, პირველ რიგში, მიზნად ისახავს ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის განსაკუთრებით დიდი დანაკარგების კომპენსირებას.

რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაისახა ამოცანა, გაზარდოს საოკუპაციო კონტინგენტი. საუბარია სულ მცირე ათიათასობით დამატებით ჯარისკაცზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები მობილიზაციის შემდგომი გაზრდის შესახებაც - სწორედ ამ მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ გაააქტიურა ე.წ. „სამობილიზაციო განკარგულებების“ გაცემა.

მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები იმის დადასტურებაა, რომ მოსკოვი ნამდვილი დიპლომატიისთვის არ ემზადება. ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს პარტნიორებს გადავცემთ. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი, ხოლო მსოფლიოს გააჩნია გავლენის ბერკეტები“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.