სტატია
  1. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
  2. თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  3. "წინ კიდევ ბევრი ოპერაცია გველის - ოპერაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უპასუხებს" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში"
  4. „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  5. Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  6. ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
  7. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  8. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
"ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დრო"
სოც. მედია

"ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დრო"

"ეს დიდი შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს - მანამდე, როდესაც ჩეჩნეთის ოკუპაცია მოხდა, რომელსაც მოჰყვა სრული განადგურება და მილიონი მსხვერპლი - დაღუპულებითა და დაჭრილებით.

ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. ამის გამო, მე არ მინდა ვიყო პრეზიდენტი, რომელიც იგივე შეცდომებს გაიმეორებს, რომლებიც ჩემმა წინამორბედებმა და სხვებმა ჩაიდინეს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე. მე ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც რუსეთის მსგავს აგრესიულ ქვეყნებს მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.

პუტინს კოცნით ან ყვავილებით ვერ შეაჩერებ. მე ეს არასდროს გამიკეთებია და არ მგონია, რომ ეს სწორი გზაა. ჩემი რჩევა ყველას – ნუ გააკეთებთ ამას პუტინთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი იქნება, შემდეგ კი ხუთ წელიწადში ის აღადგენს თავის ჯარს, გაზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, მისი არმია კარგად იქნება გაწვრთნილი" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.