სტატია
  1. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
  2. თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
  3. "წინ კიდევ ბევრი ოპერაცია გველის - ოპერაცია, რომელიც რუსულ აგრესიას უპასუხებს" - ნათქვამია ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში"
  4. „თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  5. Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  6. ბრაზილიური სილამაზის ბრენდი Sol de Janeiro სრული ასორტიმენტი უკვე ოფიციალურად PSP-შია
  7. Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
  8. პოლიეთილენიდან ეკოშეფუთვამდე: როგორ შეიცვალა ქართული ბაზრის სტანდარტები
"ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას"
მსოფლიო

"ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას"

„ვხედავ მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებს იმ დოკუმენტებში, რომლებზეც ამჟამად ვმუშაობთ. მიმდინარეობს ძალიან კარგი მუშაობა კიევის უსაფრთხოების გარანტიებზე, რაც, სხვათა შორის, ეფუძნება იტალიის წინადადებას, რომ ისინი შემუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის [NATO-ს] მე-5 მუხლის შესაბამისად...

თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ მთავარი საკითხის - ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტამდე, სადაც რუსეთი აგრძელებს პრეტენზიების წამოყენებას, რომლებიც, ჩემი აზრით, სრულიად უსაფუძვლოა.

მიმაჩნია, როგორც არაერთხელ მითქვამს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის, არამედ სამართლიანი მშვიდობის მიღწევა“ - განაცხადა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ.