სტატია
  1. თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა
  2. PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  3. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინასთან ომში 2 150 სამხედრო დაკარგა
  4. სავალუტო შემოდინებები შენელდა, თუმცა ლარი სტაბილური რჩება
  5. თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი - უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
  6. გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  7. პარტიზანული მოძრაობა „ატეშის“ წევრებმა რუსეთში, სამარის ოლქში კავშირგაბმულობის ანძები გაანადგურეს
  8. თიბისიმ, ADB-ისა და IFC-ის მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
"დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავეს. ტერორისტული თავდასხმა რუსეთმა მოაწყო"
მსოფლიო

"დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავეს. ტერორისტული თავდასხმა რუსეთმა მოაწყო"

"ეს ზუსტად ტერორისტული თავდასხმა იყო, ცინიკური და სასტიკი. ძნელია მისი სხვაგვარად კლასიფიცირება. უკვე ცნობილია მრავალი ფაქტი. დამნაშავეები „ტელეგრამის“ საშუალებით დაიქირავეს. ტერორისტული თავდასხმა რუსეთმა მოაწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, უკრაინის ეროვნული პოლიცია და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დეტალებს საზოგადოებას წარუდგენენ. დღეს კი დავავალე, რომ მსგავსი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად შემუშავდეს ზომები. ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს უკვე აქვთ გარკვეული გამოცდილება ამის წინააღმდეგ ბრძოლაში. ათობით მსგავსი სიტუაცია იყო აღკვეთილი...

ჩვენ გვაქვს დაზვერვისგან მონაცემები, რომ რუსები აპირებენ ასეთი ქმედებების გაგრძელებას, ასეთი ფაქტობრივი თავდასხმების გაგრძელებას უკრაინელების წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება მეტი დაცვა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.