სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
„დაბრუნება თბილისში, სადაც თავისუფლება შეჩერებულია: რა ხდება საქართველოში 300 ღამის საპროტესტო აქციების შემდეგ“
პოლიტიკა

„დაბრუნება თბილისში, სადაც თავისუფლება შეჩერებულია: რა ხდება საქართველოში 300 ღამის საპროტესტო აქციების შემდეგ“

გავლენიანი იტალური გამოცემის, Corriere Della Sera-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში გაუარესებულ დემოკრატიულ მდგომარეობაზე. სტატიის ავტორი, პაოლო ჯორდანო წერს ქართული ოცნების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რაც ხანგრძლივი პროტესტის მიზეზი გახდა.

„საპროტესტო აქციები გრძელი მსვლელობებით დაიწყო, რომელიც ყოველ ღამით პარლამენტის შენობის წინ მიდიოდა და არასდროს შეჩერებულა. თუმცა, ამასობაში საქმე მხოლოდ გაუარესდა და რეპრესიები უფრო ძალადობრივი და თავხედური გახდა.

2012 წლიდან საქართველოს მართავს პარტია „ქართული ოცნება“, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის განშტოება. „ქართულმა ოცნებამ“ პირველ არჩევნებში თავი პროევროპულ და ანტირუსულ პარტიად წარმოადგინა, რაც ორი სავალდებულო მახასიათებელია საქართველოსთვის, რომელიც ერთიანი ევროპისკენ ისწრაფვის და რუსეთის მიმართ ღრმად მტრულად არის განწყობილი; ფაქტობრივად, ის 2008 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან ფორმალურად ომის მდგომარეობაში იმყოფება.

თუმცა, ხელისუფლებაში ყოფნის წლებთან ერთად, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ბუნება შეიცვალა. ის სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდა რუსეთის გავლენის სფეროს, სანამ ეს საკითხი, ასე ვთქვათ, საჯაროდ არ გამოაშკარავდა.

საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ გადაიქცა. ციხეში ჯერ კიდევ სამოცზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, რომელთა უმეტესობა ძალიან ახალგაზრდაა" -
წერია იტალიურ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაში.