სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეალური მშვიდობით და მუდმივად ვართ კონტაქტზე ამერიკასთან"
მსოფლიო

"ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეალური მშვიდობით და მუდმივად ვართ კონტაქტზე ამერიკასთან"

"დღეს განვიხილეთ ჩვენს მომლაპარაკებელ გუნდთან ლონდონში, ევროპელი პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე ჩატარებული მუშაობის შედეგები. ზუსტად ამაზე შევთანხმდით გუშინ ლიდერების დონეზე.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასრულების შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე. უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე დამუშავებულია და მზად ვართ, ისინი წარვუდგინოთ ჩვენს პარტნიორებს ამერიკაში. ამერიკულ მხარესთან ერთად, ჩვენ ველით, რომ შესაძლო ნაბიჯები რაც შეიძლება მალე იქნება მაქსიმალურად გადადგმული.

ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეალური მშვიდობით და მუდმივად ვართ კონტაქტზე ამერიკასთან. და როგორც ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფის პარტნიორები სამართლიანად აღნიშნავენ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, გადადგას ეფექტური ნაბიჯები სისხლისღვრის შესაჩერებლად და ომის ხელახალი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით, შეერთებულ შტატებს გავუგზავნოთ საბოლოო დოკუმენტები. დიდება უკრაინას!" - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.