სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში
ბიზნესი

ჩაერთე თიბისის ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო გათამაშებაში

თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების წინასაახალწლო კამპანია დაიწყო. 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, გაანაღდეთ ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღეთ შესაძლებლობა, დასაჩუქრდეთ 1 000 ლარით ყოველდღიურად ან მოიგოთ სუპერ პრიზი- 15 000 ლარი.   

1000 ლარი გათამაშდება ყოველდღე და ერთგულ ყულაბაში გადაეცემა იმ მომხმარებელს, ვისი გზავნილიც თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში განაღდებულ გზავნილებს შორის დღის განმავლობაში მე-1000 აღმოჩნდება. მთავარია, გზავნილის მინიმალური ოდენობა იყოს 100 ლარი, აშშ დოლარი, ევრო ან ფუნტი.

სუპერ პრიზი - 15 000 ლარი კი, ერთგულ ყულაბაში, მხოლოდ იმ ერთ მომხმარებელს გადაეცემა, რომელიც 17 ნოემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით, როგორც ნოემბერში, ისე დეკემბერში  - თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში, რაოდენობრივად ყველაზე მეტ გზავნილს გაანაღდებს.

სუპერ პრიზის მისაღებად აუცილებელი პირობაა, მომხმარებელმა კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში, ყოველთვიურად, ერთი გზავნილი მაინც გაანაღდოს – მინიმუმ 100 ლარი, დოლარი, ევრო ან ფუნტი.

სუპერ პრიზის გამარჯვებული გამოვლინდება კამპანიის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს 31 დეკემბრისა და პრიზი ერთგულ ყულაბაში იმავე დღეს დაერიცხება. ერთგული ყულაბიდან თანხის სასურველ ანგარიშზე გადატანა ორივე პრიზის გამარჯვებულებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

თუ მომხმარებლები თანაბარი რაოდენობის ტრანზაქციებს შეასრულებენ, გამარჯვებულად გამოცხადდება ის, ვისი განაღდებული გზავნილების საერთო მოცულობაც მეტი იქნება.

კამპანიაში ჩართულია თიბისი ბანკში არსებული ფულადი გზავნილების ყველა სისტემა და მასში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე სრულწლოვან პირებს.

გათამაშების დეტალურ პირობებს გაეცანით ბმულზე.

ისარგებლე, თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკის გზავნილების სისტემებით და გახდი ერთ-ერთი გამარჯვებული!