სტატია
  1. „თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  2. მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
  3. თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
  4. თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
  5. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
  6. „თეგეტა ჰოლდინგმა“ და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  7. თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
  8. თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველი საერთაშორისო AI კონფერენცია Crossroad AI გაიმართა
ბრიტანეთში მიგრანტთა პოლიტიკა მკაცრდება
მსოფლიო

ბრიტანეთში მიგრანტთა პოლიტიკა მკაცრდება

„როიტერის“ ინფოპრმაციით, გაერთიანებული სამეფო მიგრანტტა პოლიტიკას ამკაცრებს.

კერძოდ, ცვლილებების ფარგლებში გაუქმდება გარკვეული თავშესაფრის მაძიებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის კანონიერი ვალდებულება, მათ შორის საცხოვრებლითა და ყოველკვირეული დახმარებებით.

ბრიტანეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ეს ზომები გავრცელდება თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ, მაგრამ არ სურთ. ზომები ასევე შეეხებათ მათ, ვინც კანონს არღვევს.

სამინისტროში განმარტავენ, რომ გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული მხარდაჭერა პრიორიტეტული იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც ეკონომიკასა და ადგილობრივ თემებში წვლილს შეიტანენ.

უწყების განცხადებით, ლტოლვილთა დაცვა დროებითი იქნება, რეგულარულად გადამოწმდება და გაუქმდება, თუ მშობლიური ქვეყანა უსაფრთხოდ ჩაითვლება.