სტატია
  1. ყაზახეთის პრეზიდენტმა კაცების ჩახუტება გააკრიტიკა და მათ მოუწოდა, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლონ
  2. რუსი სამხედროები მობილიზაციისთვის მზადების წვრთნებს ატარებენ
  3. უკრაინა-რუსეთის ომი წლები გაგრძელდება, პუტინი ფსონს ჩამოდის, რომ რუსეთი უკრაინაზე დიდხანს გაძლებს
  4. თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
  5. ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
  6. საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება - თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
  7. მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  8. თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
"ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული" - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი
საზოგადოება

"ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული" - პაატა ბურჭულაძის ადვოკატი

„საქართველოს პროკურატურა, სამწუხაროდ არ გამოირჩევა აზრის მკაფიოდ ფორმულირების დიდი უნარით, ამიტომ ბრალის დადგენილებიდან ნაკლებად ირკვევა, თუ რა არის რეალურად საბაბი და მოარგებენ მოგვიანებით რასაც მოუნდება იმას. განხორციელებულია ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის, ჯგუფის წევრებად დასახელებულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც პოლიტიკური ტყვეები არ იცნობენ და პროკურატურა ვერავითარ საშუალებას ვერ გამოიყენებს, რომ კავშირი დაადასტუროს. ჯერჯერობით არ ვიცით პროკურატურის მტკიცებულებათა სია.

ბრალის დადგენილებაში ტყუილებიც არის მოცემული, მაგალითად წერია, რომ პაატა ბურჭულაძე შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შსს-ს თანამშრომლებს. პაატა ბურჭულაძე აქციაზე ყოფნის უწყვეტი ვიდეო კადრები არსებობს, პირდაპირ ეთერში გადაცემული, სადაც ჩანს, რომ არავითარ სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ჩვენ ამ ნაწილს ვუყურებთ არა როგორც მართლმსაჯულების პროცესს, სადაც რაიმეს შინაარსი გააჩნია, არამედ პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორებისა და პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობის პროცესის შემადგენელ ნაწილს. სამწუხაროდ, შინაარსობრივი კამათისა, ზოგადი შეფასებების გაკეთება გვიწევს.

ძალადობის ნაწილი წინა ბრალშიც იყო, თუმცა პროკურატურის ვერსია შეცვლილია.

ბრალის დადგენილებაში, რომელიც მე გადმომეცა წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ, შესაძლოა ოდესღაც აქციაზე ერთად იმყოფებოდნენ.

ბრალში წერია, რომ მოუწოდებდნენ და ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას, რომელიც დანაშაული ფორმალურად არ არის, თუმცა ეს „ქართულმა ოცნებამ“ დანაშაულად ჩათვალა",- აცხადებს პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.