სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
"ბოროტება უნდა გაჩერდეს. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა"
სოც. მედია

"ბოროტება უნდა გაჩერდეს. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა"

"დნეპროპეტროვსკის ოლქში დღევანდელი რუსული დარტყმა ავტობუსზე არის დანაშაული, საჩვენებელი დანაშაული, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთი აგებს პასუხს ესკალაციაზე. ბოროტება უნდა გაჩერდეს. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც უკრაინის გვერდითაა" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

"მოვისმინეთ მომლაპარაკებელი ჯგუფის ანგარიში. უკვე არსებობს შეთანხმება შეხვედრის შესახებ, სამმხრივი შეხვედრა სათანადო დონეზე. ეს შეხვედრა გაიმართება მომავალ კვირას, როგორც დაგეგმილი გვაქვს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისევე როგორც გასულ ჯერზე.

ახლახან ვესაუბრე რუსტემ უმეროვს. ხვალისთვის დავნიშნე თათბირი, რათა შევათანხმოთ მოლაპარაკების ჩარჩოები და ყველაფერი მოვამზადოთ. ორშაბათს საღამოს გუნდი უკვე გზაში იქნება. ბევრი ლიდერი, სხვადასხვა ქვეყანა ჩვენთან ერთად არის ამ პროცესში, მხარს უჭერენ უკრაინას. თებერვალში საკმაოდ სერიოზული იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური აქტივობა და უკვე ხვალიდან დაიწყება კონტაქტები და შეხვედრები.

ვიმედოვნებთ, რომ ამერიკული მხარეც ასევე აქტიური იქნება, კერძოდ, ეს ეხება დეესკალაციის ღონისძიებებს, დარტყმების შემცირებას. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, რას მიაღწევს ამერიკული მხარე, რათა ხალხს ჰქონდეს ნდობა როგორც პროცესის, ისე შედეგების მიმართ, რა თქმა უნდა" - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.