სტატია
  1. თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
  2. "ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ საქართველოს ხალხს ეროვნულ დღესასწაულს"
  3. ვაშინგტონში მერმა 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა
  4. "ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!"
  5. დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
  6. "პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც აღარ შეუძლია - ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
  7. "ამ მოვლენებს უახლოეს მომავალში „ტრამპის მარშრუტის“ პროექტის განხორციელების შედეგად ვიხილავთ"
  8. "თავდამსხმელი ლიკვიდირებულია თეთრი სახლის ჭიშკართან საიდუმლო სამსახურის აგენტებთან ორმხრივი სროლის შემდეგ"
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი
ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

მხატვარ-დიზაინერ მანანა არაბულთან საუბარი თავისუფალ ცურვას ჰგავს, ამბების თხრობისას ემოციებს უფრო მიჰყვება, ვიდრე ქრონოლოგიას. ეს  გაბნევს, თუმცა წამითაც არ გტოვებს განცდა, რომ საკუთარ საქმეზე შეყვარებულ პროფესიონალს ესაუბრები. 

ამაში დარწმუნდა თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჟიურიც და 2025 წლის საუკეთესო ფრილანსერის ჯილდოც მას მიაკუთვნა.

„ენერგია არც აქამდე მაკლდა, მაგრამ ამ მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო  ენერგიული და კონცენტრირებული გავხდი. პასუხისმგებლობაც გამეზარდა. თიბისი ჩემთვის კულტურული პლატფორმაცაა, რომელიც ამ სფეროს წლებია ეხმარება და მაღალი ხარისხის პროექტებს ქმნის. ჩემი კოზირიც, ვფიქრობ, ხარისხია. ჯილდომ მომანდომა ხალხს ვაჩვენო რა მაქვს გაკეთებული“,- ამბობს მანანა არაბული.

გაკეთებულიც ბევრი აქვს და მოსაყოლიც. თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ არ დარჩენილა სფერო, სადაც საკუთარი ძალები არ  მოსინჯა. ( თან წარმატებულად): კერამიკაზე, მხატვარ დიზაინერად, კინემატოგრაფიაშიც კი იმუშავა,  თან ოთარ იოსელიანის ფილმზე „შანტრაპა“.

წლების წინ დააფუძნა დიზაინ-სტუდია და მაღაზია Black dog. სპეცპროექტით “Typography rebirth“ შეძლო მოეძიებინა მე-19  და მეოცე საუკუნის ქართული ფონტები და ფაქტობრივად ახალი სიცოცხლე აჩუქა.  თუმცა, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც ყველა თაობის ადამიანმა შეიყვარა „ფაბრიკის“ Fabrika-ს კორპორატიული იდენტობაა.

„6 ხელი მაქვს, შამანობა შემიძლია“- ხუმრობს თავადაც. „ვფიქრობ, ჩემს სტილს გამორჩეულს ის ხდის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ“.

ბოლო 10 წელია სრულად ფრილანსინგზე გადაერთო. მანანასთვის შემოქმედებითი თავისუფლება უმნიშვნელოვანესია, ურჩევნია კომპანიამ იცოდეს მისი გამოცდილება, ენდობოდეს გემოვნებას. ამ პროცესს თანაბრად აქვს თავისი დადებითი  მხარე და გამოწვევებიც.

„როდესაც ფრილანსერი ხარ შემოქმედების არეალი უფრო  ფართო გაქვს. არ ხარ ვინმეზე მიბმული და არ ასრულებ მუდმივად ერთი დამკვეთის სურვილებს. თუმცა, მუდმივად მუშაობა გიწევს, მოდუნების დრო და საშუალებაც არ გაქვს, ამიტომ ჯარისკაცივით  მუდმივი მობილიზება გიწევს“,- ამბობს მანანა.

დამკვეთთან ურთიერთობისას მთავარი ნდობაა, უარს ამბობს  თანამშრომლობაზე თუ კონტენტი არ აინტერესებს. პირდაპირია და პრინციპული. ამბავს იხსენებს წარსულიდან, როგორ  არ უყვარდა „დეკორატიულობა“, გულს უსმენდა, ვიდრე გონებას და შედეგზე მეტად მუშაობის პროცესი იზიდავდა.

„წინსვლა და სიცოცხლე მხოლოდ მოძრაობაშია. ბუნებრივია, ამ გზაზე შეცდომებიც მოსულა, ის გამოცდილებას და  მეტ კვალიფიკაციას გაძლევს. იგივეს ვურჩევდი ახალ თაობას, ინტერნეტის ხანაა, ბევრად მეტის სწავლა შეიძლება“.