სტატია
  1. „შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  2. თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
  3. უკრაინამ რუსეთის სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
  4. თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია - GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
  5. Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
  6. პოლონეთი უკრაინას კიდევ ორ MiG-29-სა და საბრძოლო მასალას გადასცემს
  7. თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
  8. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე, გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა
მსოფლიო

აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე, გოჩა ლორთქიფანიძე დაასანქცირა

"აშშ-ის სანქციები წარმოადგენს აშკარა თავდასხმას მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე, რომელიც მოქმედებს მისი მონაწილე სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა რეგიონიდან მინიჭებული მანდატის შესაბამისად.

მონაწილე სახელმწიფოების მიერ არჩეული მოსამართლეებისა და პროკურორების წინააღმდეგ მიმართული ასეთი ზომები ძირს უთხრის კანონის უზენაესობას. როდესაც სასამართლო ორგანოებს საფრთხეს უქმნიან კანონის აღსრულების გამო, საფრთხე ემუქრება თავად საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგს...

სასამართლო გააგრძელებს თავისი მანდატის შესრულებას დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, რომის სტატუტის სრული დაცვით და საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთა ინტერესებიდან გამომდინარე.

საერთაშორისო სასამართლო აფასებს მონაწილე სახელმწიფოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ყველა იმ პირის სოლიდარობის თანმიმდევრულ დემონსტრირებას, ვინც მხარს უჭერს კანონის უზენაესობას და სამართლიანობას საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლთათვის.

სასამართლო გააგრძელებს მუშაობას ყველა პარტნიორთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი მანდატის ეფექტური და დამოუკიდებელი განხორციელება“ - ნათქვამია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართველი მოსამართლე, გოჩა ლორთქიფანიძე და ერდენებალსურენ დამდინს მონღოლეთიდან დაასანქცირა.